მამა ლაუდრუპის ვიდეოებს მირთავდა, მე კი სულ ინიესტას ვუყურებდი - პედრი

მამა ლაუდრუპის ვიდეოებს მირთავდა, მე კი სულ ინიესტას ვუყურებდი - პედრი

კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელმა, პედრიმ ჟურნალისტებთან რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა.

"ჩემი აქ მოსვლის პირველ დღეს ლიონელ მესი მომიახლოვდა და მითხრა: "კეთილი იყოს შენი ბარსელონაში მობრძანება". შესანიშნავია, როდესაც ადამიანს, რომელსაც თვალს ტელევიზორში ადევნებდი, შენს გვერდით ხედავ. თითქოს არგენტინელი მაღალ დონეს გაჩვევს, მაგრამ მაინც ყოველჯერზე გაოცებს.

კლუბში ბევრი მოთამაშეა, რომელიც 30 წელსაა გადაცილებული. ხანდახან მათთან ვკამათობთ, თუმცა ხშირად ვხუმრობთ და ვიცინით, რაც კარგ ატმოსფეროს ქმნის.

ანსუს ტრავმა ყველასთვის ცუდია, თუმცა ის მალე გამოჯანმრთელდება. მას ვუთხარი, რომ მალე დაბრუნდეს, რათა ერთად, მოედანზე და მოედანს მიღმა, სიამოვნება მივიღოთ.

ვისტრესები თუ არა? 17 წლის ბიჭისათვის საუკეთესო გამოსავალი უსიამოვნებების თავიდან აცილებაა. კარგია, როცა ზეწოლას უგულებელყოფ და მუშაობას აგრძელებ.

მამაჩემი ბავშვობაში ლაუდრუპის ვიდეოებს მაყურებინებდა და მეუბნებოდა: "ნახე, რა გააკეთა?". თუმცა, მე ყოველთვის ინიესტას ვუყურებდი. 

ჩემმა მშობლებმა იცოდნენ, რომ "ბარსას" ჩემი გაფორმება სურდა, თუმცა დამიმალეს, რადგან "ლას პალმასის" რიგებში მატჩი მქონდა. როდესაც ამის შესახებ გავიგე, მათ ვთხოვე, რომ ყველა შეთავაზება დაებლოკათ, რადგან პატარაობიდან, ჩემი ოცნება ამ კლუბში თამაშია".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 16 ნოემბერი 2020 14:19
    0
    ეს ჯერ ტვინით თამაშობს და მერე ფეხით.
    წარმატებები.
    Ronaldinho..
    სტუმარი [?]
    #6 16 ნოემბერი 2020 01:13
    0
    უდიდესი მომავლით.
    ჩემი ერთერთი საყვარელი ფეხბურთელი იქნება ვატყობ წინასწარ:))
    ინიესტას დონეს დადებს აგერ ნახეთ
    [?]
    #5 16 ნოემბერი 2020 00:52
    0
    ლაუდრუპი მეც მიყვარდა მარა ინი რაღაც სხვა იყო. აბა შენ იცი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 15 ნოემბერი 2020 23:58
    1
    ინის ღირსეული მემკვიდრეა ეს ბიჭი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #3 15 ნოემბერი 2020 20:47
    3
    ჭკუის კოლოფი ხარ პედრი. ინის პირველი თამაშები ვისაც გახსოვთ, ზუსტად ასე ლაღად და უშიშრად და თავმდაბლობით შეუერთდა ინიც პირველ გუნდს.
    Konrad de la Fuente
    სტუმარი [?]
    #2 15 ნოემბერი 2020 20:36
    3
    კაი ახალგაზრდობა გვყავს, უბრალოდ პუჩს მინდა რო შანსი მიეცას აქვს დიდი პოტენციალი მაგ კაცს.
    Culé [?]
    #1 15 ნოემბერი 2020 20:22
    2
    სწორი არჩევანი გაგიკეთებია პედრი 👏 barca-1
    --------------------
    NJR ❤