"ბარსას" ყოფილი დირექტორი: მესის შეცდომის დაშვების უფლება აქვს

"ბარსას" ყოფილი დირექტორი: მესის შეცდომის დაშვების უფლება აქვს

"ბარსელონას" ყოფილი დირექტორი ხავიერ ბორდასი გასულ ზაფხულში ლეო მესის გარშემო დატრიალებულ მოვლენებზე საუბრობს და აცხადებს, რომ არგენტინელმა შეცდომა დაუშვა.

Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში ბორდასი აცხადებს:

ის ბუნებით გამარჯვებულია და "ბარსა" ძალიან უყვარს. "ბაიერნთან" 2-8 წაგებამ და ჩემპიონთა ლიგის წინა სეზონებში გუნდის გამოსვლამ მასზე ძალიან იმოქმედა. ვფიქრობ, მესი დაიღალა და მას წასვლა უნდოდა.

ჩემი აზრით, მისი ქმედებები შეცდომა იყო, მაგრამ შეცდომის დაშვების უფლება მესისაც აქვს. საბედნიეროდ, ის მოედანზე ცოტა შეცდომას უშვებს. მესის მოგებების გაგრძელება უნდოდა და ფიქრობდა, რომ "ბარსელონაში" მისი დრო ამოიწურა. ახლა შემართებით მოთამაშე მესის ვხედავ, მაგრამ მას რაღაც აკლია. მინდა, რომ ის ბედნიერი იყოს.

იმავე ინტერვიუში ბორდასმა მბაპესა და ჰოლანდის ტრანსფერებზე ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 16 ნოემბერი 2020 14:27
    0
    ქლიავი ხარ ვიღაცა ხარ.