ფრენკი დე იონგმა მირალემ პიანიჩი დაამარცხა [Video]
ევროპის ერთა ლიგის ბოლოსწინა ტურში ფრენკი დე იონგის ნიდერლანდების ნაკრებმა წარუმატებელი სერია შეწყვიტა და ბოლო 5 მატჩში პირველად მოიგო.
ნიდერლანდები მირალემ პიანიჩის ბოსნიას საკუთარ კედლებში დაუპირისპირდა. მასპინძლებმა 3-1 მოიგეს და სამივე გოლი იმ ფეხბურთელების ანგარიშზეა, რომლებსაც "ბარსა" გასულ ზაფხულში იწვევდა - 2-ჯერ ვეინალდუმმა გაიტანა და ერთხელ მემფის დეპაიმ.
ფრენკი დე იონგმაც და მირალემ პიანიჩმაც თამაში სრულად ჩაატარეს.
აღსანიშნავია, რომ რონალდ კუმანის "ბარსელონაში" გადმოსვლის შემდეგ ნიდერლანდების ნაკრებმა მხოლოდ მე-2 თამაში მოიგო, ერთ შეხვედრაში ერთზე მეტი გოლის გატანა კი პირველად მოახერხა.
5 თამაშში მოპოვებული 8 ქულით ნიდერლანდები A ჯგუფში გალიდერდა, თუმცა დღეს იტალია და პოლონეთი ითამაშებენ და ამ მატჩის შემდეგ ნიდერლანდები აუცილებლად მე-2 ადგილზე გადაინაცვლებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]