კუმანმა "კლასიკომდე" რამდენიმე დღით ადრე მითხრა, რომ უნდა მეთამაშა - პედრი
კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ტალანტი, პედრი გონსალესი EL Larrguero-სთან ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო დეტალზე საუბრობს:
"ჩემს გარშემო არსებული სიტუაციით ვამაყობ. ამჟამინდელი მიზანია, რომ ბედნიერება შევინრჩუნო და სწავლა განვაგრძო"
იმას, რასაც ლეო მესი ვარჯიშებზე აკეთებს, ვერასდროს შეეჩვევი. თუმცა არამარტო ის, არამედ - ყველა. სასიამოვნოა, როდესაც გამოცდილი ადამიანებისაგან სწავლის საშუალება გაქვს.
მე და ტრინკაუ ერთმანეთს კარგად ვეწყობით. ერთ დღეს ჩამოვედით და მას შემდეგ ვმეგობრობთ. ანსუსთანაც შესანიშნავად ვარ.
კუმანმა "კლასიკომდე" რამდენიმე დღით ადრე მითხრა, რომ უნდა მეთამაშა. ვერ ვიჯერებდი, თუმცა ყველანაირი წნეხი უნდა მოიშორო, როდესაც მოედანზე გადიხარ და გუნდს დაეხმარო.
"ატლეტიკო" წელს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია. მადრიდელებს კარგი გუნდი ჰყავთ, ვნახოთ, რა მოხდება".
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]