ვილიანი: “ბარსელონაში” არ გადავიდოდი მხოლოდ იმიტომ, რადგან ეს “ბარსაა”
ლონდონის "არსენალის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, ვილიან ბორგესმა, "ბარსელონაში" გადასვლასთან დაკავშირებით ჭორები გაიხსენა.
"ჭორები ყოველთვის არსებობს, მაგრამ ოფიციალურ წინადადებაზე არაფერი მსმენია. უკანასკნელ წლებში "ბარსელონაზე" ნამდვილდ ბევრი საუბარი იყო, მაგრამ იქ არ გადავიდოდი, რადგან ეს "ბარსაა".
არცერთ კლუბში არ გადავიდოდი, თუ არ მეცოდინებოდა მათი მიზნების შესახებ და ასევე რა სურთ მათ ჩემგან. არცთუ ისე სასიამოვნო იქნებოდა ამ ან ნებისმიერ სხვა კლუბში თამაში, სადაც პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი არ ხარ და სათამაშო დროც პრაქტიკულად არ გაქვს. "არსენალი" ერთადერთი კლუბია, რომელმაც მე პროექტი წარმომიდგინა, რაც ჩემს ამბიციებსაც მოერგო. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი დიდებული კლუბია.",
- ვილიანის სიტყვებს FourFourTwo ციტირებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]