ეტო'ო "ბარსელონას" 2 ფეხბურთელის დამატებას ურჩევს

ეტო'ო "ბარსელონას" 2 ფეხბურთელის დამატებას ურჩევს

"ბარსელონას" ლეგენდარული თავდამსხმელი სამუელ ეტო'ო კატალონიურ გუნდს 2 ფეხბურთელის შეძენას ურჩევს.

კამერუნელის ორივე ფავორიტი თავდამსხმელია, თანაც ისეთი, მის შესაძენად რჩევა საჭირო რომ არ უნდა იყოს.

ჩემი გადასაწყეტი რომ იყოს, "ბარსელონასთვის" მბაპესა და იუსუფა მუკოკოს შევიძენდი. მუკოკო "დორტმუნდის" 16 წლის თავდამსხმელი და მომავალი ვარსკვლავია.

მესის კიდევ რამდენიმე წელი შეუძლია ითამაშოს, მაგრამ მას ასაკი ემატება და ჩვენ მომავლის "ბარსელონასთვის" უნდა მოვემზადოთ.

იუსუფა მუკოკო "დორტმუნდში" 2016 წლიდან ირიცხება. ახალგაზრდულ გუნდებში ჩატარებულ 88 თამაშში მას 141 გოლი აქვს გატანილი. ცოტა ხნის წინ 16 წლის ფეხბურთელი ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა.

კილიან მბაპეს კი ჩვენი წარდგენა ნამდვილად არ ჭირდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 24 ნოემბერი 2020 22:05
    1
    სამუელი ოცნებობს აფრიკული ჰაბიტუსის ბარსელონაზე smile
    მბაპე არ ვიცი რამდენად რეალურია და იუსუფა მართლა კარგი ბიჭია, მისი შეძენაც რეალური ჩანს, თუმცა ალბათ ჰალანდის შემცვლელად მოისაზრებენ, რადგან ვიკინგი მონსტრი 2 წელში სავარაუდოდ, რომელიმე გრანდს (მანჩესტერი, რეალი, იუვენტუსი,ბავარია) მიაშურებს
    მაგ დროისათვის 50 კი არა და 120-150 ეღირება იუსუფა
    სტუმარი Beso
    სტუმარი [?]
    #3 24 ნოემბერი 2020 21:54
    2
    ისე კარგი იდეაა,მაგრამ ბოლო დღეებია იწერება იმის შესახევ რომ მბამპეს რელში თამაში სურს და მგონი ბარსაში მისი მოყვანა გაუჭირდებათ.
    მუკოკოს გამყიდველი დორტმუნდი არაა,ყოველ შემთხვევაში მინიმუმ 2 სეზონი დარჩება
    ჯერ საპრეზიდენტო არჩევნებია ჩასატარებელი
    ისე ბარსას რომ უჭირს ამის ერთ-ერთ მთავარი მიზეზი ისაა რომ წინა სეზონში სეტიენი მოიყვანეს და მალე გაუშვეს ეს ლოგიკური იყო ,მაგრამ სეტიენის ტაქტიკიდან გუნდი კუმანის ტაქტიკაზე გადაეწყო და ცოტა მგონი დრო დასჭირდება რომ გუნდი მის (კუმანის) ტაქტიკას შეჩვიოს.
    ჯერ მგონი ჯობს მცველი დავიმატოდ ისეთი არა რომელიც ახლა კარგად თამაშობს არამედ რომელიც შარშანაც და წელსაც კარგად გამოიყურება.ჩემი აზრით კარგი იქნება ისეთი მცველი რომელიც მე-2 სართულზე კარგად თამაშობს და ჯანზე ასევე ისეთი რომელიც პოზიციას ხშირად არ დათმობს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 24 ნოემბერი 2020 21:47
    1
    ეს მუკოკო ვინ ოხერია
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    [?]
    #1 24 ნოემბერი 2020 20:26
    6
    მბაპე არარეალურია. მუკოკოზე ბევრი წამიკითხავს და ამბობენ კარგი ბიჭიაო მარა დორტმუნდთან არაკაცმა ბართომეუმ ისე გაიფუჭა ურთიერთობა მოლაპარაკებაზეც არ წამოვლენ. ნელ ნელა უნდა დაიწყოს გუნდის გაძლიერება, კრიზისის გამო 50 მილიიონიანზე მეტი ტრანსფერი უნდა დავივიწყოთ. თუ გარსია მოვიდა და არაუხოც მოიხოდა (კარგი შანსი აქვს პიკეს ტრავმის პონტში) ლენგლეს გაყიდვა რატო არ უნდა განიხილონ არ ვიცი, 35 მილიონად გაიყიდება ჩვეულებრივად, დაამატე 10იც და უპამეკანოს გამოსასყიდი თანხაა. უპა გარსია არაუხო თუ შეიკრა 10 წელი მცველი აღარ გვინდა, მეოთხე მცველად კიდე იყოს გამოცდილი პიკე ან ვინმე იაფიანი, თუნდაც ბ გუნდიდან. დავიჯერო ლენგლე უმტიტი ორივე ვერ გაიყიდება უპამეკანოს ფასად? ხელფასშიც შეღავათი იქნება მაგარი. მარჯვენა მცველად ემერსონს მოვიყვანდი და დესტთან კონკურენციაშI იქნებოდა. მარცხნივ ალბა იყოს ჯერ, ბალდე კონკურენტად, ფირპო გაიყიდოს 15 ად მაინც. რობერტო ნახევარდაცვაში აიწევს და ფრენკი პიანიჩის ზამენა იქნება. ბუსი თუ დარჩა დარჩა, რო წავა ფაბიან რუისის ან მერინოს ტრანსფერის შანსი თუ გაჩნდა არ უნდა გავუშვათ ხელიდან. რუისი დე იონგი კარგი დუეტი იქნებოდა. დაჟე პიანიჩსაც გავყიდიდი ერთი 20ად რუისის საყიდლად. კოუმ თუ წელს კარგად ითამაშა ღირს დატოვება, თუ არადა მაგის ხელფასი და ლივერპულის ბონუსი როგორი სახდელია, გაიყიდოს 50ად და პედრის მოვუყვანოთ ახალგაზდა კონკურენტი, ოლმო მაგალIთად. შეტევაში კიდე გრიზმანი თუ გაიყიდა და მიყვა ბრაიტი, ლაუტაროს დათრევაზე ჩალიჩი ღირს, თუ ლეოც წავიდა და მაშინ ფელიქსზე უნდა აჩალიჩდნენ. მოკლედ უმძიმესი პერიოდი გველის, სათქმელად ადვილია ეს ყველაფერი და ძალიან რთული რო არის ვიცი. იმედია ბოლომდე მილანი არ დაგვემართება და 2-3 წელში ამოვაღწევთ კრიზისიდან