მარსელო ბიელსას "ლიდსი" რიკი პუჩით დაინტერესდა

მარსელო ბიელსას "ლიდსი" რიკი პუჩით დაინტერესდა

"ლიდს იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, მარსელო ბიელსას, ინგლისურ კლუბში "ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველის, რიკი პუჩის გადაბირება სურს. ინფორმაციას Sport ავრცელებს. 

არგენტინელი მწვრთნელი "ბარსასთვის" შეთავაზებას უკვე ამზადებს, კატალონიური მედიის ცნობით კი იანვარში იჯარის შანსი საკმაოდ დიდია, თანაც პუჩი "ლიდსის" თამაშის სტილს კარგად მოერგება. 

რიკი პუჩი რონალდ კუმანის "ბარსელონაში" სათამაშო დროს იშვიათად იღებს, მაგრამ სეზონის დასაწყისში გაკეთებული სკანდალური კომენტარის შემდეგ ("პუჩს ახალი გუნდის მოძებნას ვურჩევ") მწვრთნელმა განაცხადა, რომ 21 წლის ფეხბურთელის თამაში მოსწონს და მისთვის თავის გამოჩენის შანსის უფრო ხშირად მიცემას აპირებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    მსლ
    სტუმარი [?]
    #6 28 ნოემბერი 2020 01:00
    0
    ყველაზე ნაღდია იჯარა რა. მერე იქ თუ ითამაშა დატოვონ და თუ ვერა გაუშვან
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 27 ნოემბერი 2020 21:04
    2
    ფეხბურთელები ერთმანეთის მიყოლებით ილეწებიან და ამას ვინმე ნორმალური გაუშვებს?!
    კოუტინიო შუშისაა, პედრი ბავშვია, პიანიჩი უფრო დაცვითი სტილისაა
    თანაც გაჭირვების შემთხვევაში მარჯვენა ფლანგზე, შეტევაშიც მშვენივრად შეუძლია თამაში, სწრაფია და ტექნკური, კაცის მოტყუებაზე და გამწავავებზეც მიდის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 27 ნოემბერი 2020 19:08
    3
    Griezzy7,
    ნახ დაცვაში
    პედრი პუჩი
    დეიონგი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 27 ნოემბერი 2020 19:01
    1
    სისულელეს იზავენ ამას თუ გაუშვებენ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Konrad de la Fuente
    სტუმარი [?]
    #2 27 ნოემბერი 2020 18:23
    4
    მისცეს შანსებს იმედია კუმანი, ამ პედრიზე მაგრადაა ჩაციკლული და იმედია ოსასუნასთან მის მაგიერ პუჩი იქნება ძირითადში.
    GioKakiashvili
    სტუმარი [?]
    #1 27 ნოემბერი 2020 18:08
    1
    პუჩის ხელი არ დაედოს