ოფიციალურად: ხელფასების შემცირების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება
კლუბის წარმომადგენლები და ფეხბურთელების ადვოკატები მოლაპარაკებათა მაგიდას ხელფასების რაოდენობის ცვლილებასთან დაკავშირებით, დღეს მიუსხდნენ.
გულშემატკივართა დიდი ინტერესის გამო, გთავაზობთ, საბოლოო განცხადებას:
დღეს მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას მასზედ, რომ 122 მილიონი ევროს ოდენობით არსებული სახელფასო ფონდი 3 წლით გადავადდეს. ამის შედეგად მიღებული იქნება დაახლოებით 50-მილიონიანი შეღავათი, რომელსაც კლუბი 3 წლის განმავლობაში სხვადასხვა რაოდენობით გადაიხდის.
არსებული შეთანხმება უახლოეს დღეებში რატიფიცირდება ფეხბურთელებისა და ტექნიკური ჯგუფის მიერ.
რატიფიცირების შემთხვევაში, ეს იქნება საკვანძო რეფორმა ეკონომიკური მდგომარეობის დასტაბილურებისათვის.
ორივე მხარე იზიარებს არსებულ გამოწვევას და ულოცავს საბოლოო კონსესუსის მიღწევას.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]