ალფრედ შროიდერი: პედრი ბურთთან ერთად თავდაჯერებულია
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ალფრედ შროიდერი, "ოსასუნასთან" მატჩის დაწყებამდე, შეხვედრასა და სასტარტო თერთმეტეულზე დასმულ კითხვებს პასუხობს.
ბურთის ფლობისას მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ და გოლის გასატანად სწრაფად ვითამაშოთ.
მინგესა წინა თამაშში კარგად გაისარჯა, ამიტომაცაა დღესაც მოედანზე, დე იონგი კი ნახევარდაცვას დაუბრუნდება.
კითხვაზე, საყრდენ ზონაში შეუწყვილდება თუ არა პედრი ფრენკი დე იონგს, ნიდერლანდელმა კონკრეტული პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
პედრი არის ძალიან უნივერსალური ფეხბურთელი, იგი ბურთთან ერთად თავდაჯერებულია.
"კამპ ნოუზე" მატჩი რამდენიმე წუთში დაიწყება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]