საინტერესო ფაქტები "სანჩეს პისხუანიდან"
მართალია გუშინ კატალონიელებმა "სანჩეს პისხუანზე" უჩვეულოდ, 2 ქულა დაკარგეს, მაგრამ ამას მათთვის ახალი რეკორდების დამყარებაში ხელი არ შეუშლია...
– "ბარსას" ბურთის ფლობა 75%–ს შეადგენდა.
– კატალონიური გუნდის ფეხბურთელების ანგარიშზე 760 პასია, როდესაც "სანჩეს პისხუანის" მკვიდრებმა მხოლოდ 228 გადაცემის გაკეთება მოახერხეს.
– "ბარსას" მხრიდან პასების მხრივ ყველაზე შედეგიანი ინიესტა აღმოჩნდა. მის მიერ გაკეთებული 144 გადაცემიდან 132 ზუსტი გამოვიდა, რაც ჩავის მიერ გაკეთებულ გადაცემებზე ცოტათი უკეთესია. ერნანდესმა სულ 143 პასი გააკეთა, რომლიდანაც 124 ზუსტი აღმოჩნდა. "სევილიას" მხრიდან კი საუკეთესო მედელი გახლდათ. მან თანაგუნდელების პასებით მომარაგება 40–ჯერ ცადა. ამ 40 ცდიდან კი სიზუსტიდ მხოლოდ 31 გამოირჩა.
– "ბარსას" ფეხბურთელებმა მეტოქე გუნდის კარისკენ ზუსტად ბურთი 12–ჯერ გადაგზავნეს, ხოლო მასპინძლებმა 11–ჯერ.
– ბოიან კრკიჩმა 3 თვიანი შესვენების შემდეგ გოლის გატანა მოახერხა. "ლა ლიგაში" ეს გოლი მისთვის მეოთხე აღმოჩნდა. "სევილიამდე" კი მისი ბოლო მსხვერპლი კი "რეალ სოსიედადი" გახლდათ.
– ვიქტორ ვალდესმა ლეგენდარული ანტონი რომალეტესის რეკორდი დაამხო. რომალეტესი "ბარსას" მაისურით "პრიმერაში" 288–ჯერ არის მოედანზე გამოსული. ამ მხრივ, ახლა ვალდესს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მეკარე, ანდონი სუბისარეტა უსწრებს, რომლის ანგარიშზეც 301 ჩატარებული შეხვედრაა.
– სერხიო ბუსკეტსს ვალდესთან, ჩავისთან, მესისთან და მაშერანოსთან ერთად ყვითელი ბარათი ამშვენებს. ასე, რომ სიფრთხილის გამოჩენა მასაც მოუწევს.
– "ბარსა" "ლა ლიგას" ზედიზედ 26 თამაშია წაუგებლად ასპარეზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდმა 1974 წლის რეკორდის დამხობა მოახერხა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]