ფილიპე კოუტინიო: მესმის, რომ ისე ვერ ვთამაშობ, როგორც ჩემგან მოელიან
"იუვენტუსთან" შეხვედრამდე, "ბარსელონას" ბრაზილიელი ფეხბურთელი, ფილიპე კოუტინიო, ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს.
თამაში
გუნდი
ჩვენ განახლების პერიოდში ვართ, მწვრთნელი ორჯერ შეიცვალა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი წავიდა. ამიტომაც მოთმინება გვმართებს. და ჩვენ, ვინც კლუბში ვართ, ვაკეთებთ ყველაფერს, რათა თამაში, რაც შეიძლება, მალე გავაუმჯობესოთ.
ნებისმიერი წაგება არასასიამოვნოა, ცოტათი იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ სიტუაციის შემობრუნებისთვის ვიბრძვით.
სათამაშო ფორმა
რა თქმა უნდა, მესმის, რომ ისე ვერ ვთამაშობ, როგორც ჩემგან მოელიან, ამაზე ყველაზე მეტად მე ვბრაზობ. "ბარსა" მუდმივად ყურადღების ცენტრშია. ჩემი მენტალური და ფიზიკური მდგომარეობის გამოსწორებაზე ვმუშაობდი, ახლა თავს უკეთ ვგრძნობ.
"ბარსაში" გატარებული პირველი ორი სეზონის დროს მივხვდი, რომ ფიზიკურად უფრო ძლიერი უნდა გავმხდარიყავი, ამიტომაც სავარჯიშო გეგმა შევცვალე. ამან იმუშავა და რთული პერიოდის დაძლევაში დამეხმარა.
მესი და ნეიმარი
პოზიცია
"კამპ ნოუზე" გასამართი მატჩი სტარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე, აიღებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]