კლაუდიო მარკიზიო: პიანიჩი "ბარსელონაში" ჩემი ფავორიტი მოთამაშეა

კლაუდიო მარკიზიო: პიანიჩი "ბარსელონაში" ჩემი ფავორიტი მოთამაშეა

"იუვენტუსის" ყოფილი ნახევარმცველი, კლაუდიო მარკიზიო, "ბარსელონასთან" მატჩის წინ, თავის ყოფილ თანაგუნდელზე, მირალემ პიანიჩზე საუბრობს, რომელიც ამჟამად "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ღირსებას იცავს.

"პიანიჩი, ეჭვგარეშეა, ამჟამად "ბარსელონაში" ჩემი ფავორიტი მოთამაშეა. ჩვენ ვსაუბრობთ ჩემს მეგობარზე, დიდებულ მოთამაშეზე და განსაკუთრებულ პიროვნებაზე. "ბარსამ" მას შანსი უნდა მისცეს, ამას არ ინანებთ!

მესი რონალდუს წინააღმდეგ? საბოლოოდ, ჩვენ გვეძლევა შანსი ვიხილოთ ის, რასაც თვეების განმავლობაში ველოდით, მაგრამ "ბარსა" - "იუვე" მხოლოდ მესი - რონალდუ არაა."

- ციტირებს იტალიელის სიტყვებს Sport.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Konrad de la Fuente
    სტუმარი [?]
    #2 7 დეკემბერი 2020 20:41
    0
    ვერ გაიხსნა ისე როგორც საჭიროა. ზოგადად მაღალი დონის იგროკია, მარა ბარსას სტილს რამდენად შეეფერება ეგ სხვა თემაა + ასაკშია უკვე და მოუკლებს ნელ-ნელა. არასწორი სატრანსფერო პოლიტიკაა უბრალოდ, ბუსი ორი წლიდ დიდია მხოლოდ, ბარემ ვინმე ახალგაზრდა მოეყვანათ? ვაფშედა მათეუს ფერნარდესს რატო არ აძლევენ შანსს?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 7 დეკემბერი 2020 20:40
    1
    პიანიჩმა უეჭველად უნდა ითამაშოს ამ თამაშში.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"