დე იონგის მამა: დე ლიხტიც "ბარსელონაში" უნდა გადასულიყო
"ბარსელონას" ნიდერლანდელი ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის მამა მიიჩნევს, რომ "იუვენტუსის" ცენტრალურ მცველს, მატიას დე ლიხტს, მისი შვილის მსგავსად, "ბლაუგრანა" უნდა აერჩია.
დე იონგი და დე ლიხტი "აიაქსის" პირველ გუნდში ერთად 2016-2019 წლებში თამაშობდნენ, რის შემდეგაც ფრენკიმ - კატალონიურ კლუბს, მატიასმა კი ტურინულ გუნდს მიაშურა.
ვრცელდებოდა ცნობები, რომ 21 წლის მცველს "ბარსა" იწვევდა, თუმცა, მან გადაწყვეტილება "იუვენტუსის" სასარგებლოდ მიიღო.
დე ლიხტიც "ბარსელონაში" უნდა იყოს. თუმცა, ახლა კატალონიელებს ფული არ აქვთ.
- აცხადებს დე იონგის მამა NOS-თან ინტერვიუში.
დე იონგის მამისგან განსხვავებით, განსხვავებულად ფიქრობს თავად დე ლიხტის მამა:
ვფიქრობ, მატიასმა კარგი არჩევანი გააკეთა. უამრავ ინფორმაციას გაიგებთ იმასთან დაკავშირებით, რომ მას სხვაგან გადასვლაც შეეძლო, მაგრამ ეს ასე არ იყო.
ფრენკი დე იონგი და მატიას დე ლიხტი ერთმანეთს დღეს 23 საათსა და 55 წუთზე დაუპირისპირდებიან.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]