სამუელ უმტიტი კუმანის გეგმებში შედის | COPE
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი სამუელ უმტიტი, რომელიც ახლახანს გამოჯანრთელდა და თამაშის ნებართვა მიიღო, გუნდის მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის სამომავლო გეგმებში შედის.
27 წლის მოთამაშეს ტრავმა აწუხებდა, რის გამოც იგი დიდი ხანია მოედანზე არ გამოჩენილა. სამუელმა ბოლოს 27 ივნისს "სელტასთან" გამართულ შეხვედრაში ითამაშა.
Cadena COPE-ს ინფორმაციით, კუმანი უმტიტის დაბრუნებას ოპტიმისტურად უყურებს. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ფრანგ უკანახაზელს შეატყობინა, რომ დღეიდან მასზე იმედებს ამყარებს. გავრცელებული ცნობებით, ფეხბურთელი თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს.
იმავე წყაროს მტკიცებით, უმტიტის იმედი აქვს, რომ "იუვენტუსთან" დღევანდელ შეხვედრაში რამდენიმე წუთი ითამაშებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]