38-მატჩიანი დაუმარცხებელი სერიის დასასრული
"იუვენტუსის" მიერ კატალონიელთა დამარცხება "ბლაუგრანასთვის" სატურნირო და პრინციპული ამბიციების გარდა, სამწუხარო კიდევ ერთი მიზეზით იყო.
"ბებერმა ქალბატონმა" კატალონიელებს ჩემპიონთა ლიგაზე საშინაო კედლებში დაუმარცხებელი 38-მატჩიანი სერია შეუწყვიტა.
ამ მაჩვენებლით "ბარსა" რეკორდსმენია და უახლოეს კონკურენტს, მიუნხენის "ბაიერნს", (რომელსაც 1998-2002 წლებში 29-მატჩიანი სერია ჰქონდა) საგრძნობი სხვაობით უსწრებს.
ტურინელებთან მარცხამდე "ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" ბოლოს 2013 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბაიერნთან" წააგო. "რეკორდმაისტერმა" "ბარსა" მაშინაც ანალოგიური ანგარიშით, 3-0 დაამარცხა.
ასეთივე სტაბილური შედეგის დაფიქსირება ურთულესი იქნება. რონალდ კუმანს ან გუნდის სხვა ახალ თავკაცს ამაზე ზრუნვა 2021 წლის თებერვლიდან მოუწევს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]