ანდრეა პირლო: “იუვენტუსმა” კარგი რეალიზაცია აჩვენა
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ, "ბარსელონასთან" გამარჯვების შემდეგ, პრესასთან კომენტარი გააკეთა.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გვეთამაშა ისე, როგორც ეს ტურინული დერბის მეორე ტაიმში მოვახერხეთ. როდესაც ასეთი დატვირთვით თამაშობ, შედეგსაც ღებულობ. მატჩის წინ სწორი განწყობა გვქონდა და ჩვენი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ.
მატჩისთვის მზადების დროს, ჩვენ რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება გადავწყვიტეთ "სამი ორის წინააღმდეგ". ჩვენ ვიცოდით, რომ კატალონიელებს ცენტრში პრობლემები შეექმნებოდათ. "იუვენტუსმა" დავალებას თავი წარმატებით გაართვა და კარგი რეალიზაცია აჩვენა.",
- პირლოს სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი ციტირებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]