"ბარსამ" "სანტოსს" სასამართლოში მოუგო

"ბარსამ" "სანტოსს" სასამართლოში მოუგო

"ბარსელონასა" და "სანტოსის" დავა 2016 წელს გაბრიელ ბარბოსას ტრანსფერთან დაკავშირებით დაიწყო. კატალონიურ და ბრაზილიურ კლუბებს შეთანხმება უკვე მიღწეული ჰქონდათ, რის თანახმადაც, "ბლაუგრანას" შემტევის უპირატესი შესყიდვის უფლება ჰქონდა.

29 აგვისტოს, "სანტოსმა" "ბარსელონას" გაუგზავნა წერილი, რომელშიც ეწერა, რომ ფეხბურთელით "ინტერი" იყო დაინტერესებული და თუ "ლურჯ-ბროწეულისფერებს" მისი შეძენა სურდათ, მოქმედებისთვის 3 დღე ჰქონდათ. მე-2 დღეს, როდესაც "ბარსას" პასუხი გაგზავნილი არ ჰქონდა, ოფიციალურად დადასტურდა, რომ გაბიგოლი "ინტერის" ფეხბურთელი გახდა.

კატალონიურ კლუბმა "სანტოსს" სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა და დღეს, Cadena SER-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ბარსამ" პროცესი მოიგო - ბრაზილიელებს 2,9 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრათ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 10 დეკემბერი 2020 23:39
    0
    კრიზისის ფონზე წაგვადგება
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    [?]
    #5 10 დეკემბერი 2020 22:18
    0
    Konrad de la Fuente,
    როცა უნდოდათ მაშინ ძალიან მაგარი იყო ბრაზილიაში. რო ეყიდათ შეიძლება გამოდგომოდათ, თან მაშინ მსნ ის ზამენას ეძებდნენ და მუნირს და პაკოს კი აჯობებდა.
    Ronaldinho..
    სტუმარი [?]
    #4 10 დეკემბერი 2020 20:55
    0
    ეხა სავარაუდოდ სანტოსი გაასაჩუვრებს და გაიწელება კიდე ბევრი წელი))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 დეკემბერი 2020 18:23
    0
    ამის გამოძიებას 4 წელი დაჭირდა. ახლა სანტოსი გაასაჩივრებს და 4 წლის მერე იქნება პასუხი, მერე ბარსა და 2038 წელს დასრულდება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 10 დეკემბერი 2020 16:21
    3
    არაფერში რომ არ ჭირდებოდათ და ვერც იყიდეს და მაინც სარგებელი მიიღეს. ბოლოს რაც ტრანსფერები აკეთეს 90% არ ამართლებს და ამ ტაქტიკას მაინც მიაწვნენ. ვაფშე არც უყიდიათ ფეხბურთელი და 3 მილიონი ისარგებლეს🤣🤣🤣
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Konrad de la Fuente
    სტუმარი [?]
    #1 10 დეკემბერი 2020 15:47
    3
    რა ჩემს რამოსად უნდოდათ ეს? ამათ სატრანსფერო პოლიტიკას შევე.ი მე.