ბერბატოვი: მესი და რონალდუ წლის საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში ყოფნას არ იმსახურებენ
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ბულგარეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, დიმიტარ ბერბატოვი, Betfair-თან FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს შესახებ საუბრობს.
მისი აზრით, 2020 წელს, საუკეთესო მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი შემტევი რობერტ ლევანდოვსკია.
სამ ნომინანტს შორის მესისა და რონალდუს ხილვამ გამაკვირვა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი იქ ყოფნას იმსახურებენ.
ვფიქრობ, პრიზი რობერტ ლევანდოვსკიმ უნდა მოიგოს, მან ეს დაიმსახურა. არ ვიცი, მასთან ერთად, სამეულში ვინ უნდა იყოს, ამაზე ხალხი ყოველთვის იკამათებს.
უსამართლოა, რომ წელს, ლევანდოვსკი "ოქროს ბურთს" ვერ მიიღებს, FIFA-ს ჯილდო ამის კომპენსაცია უნდა გახდეს.
სამწუხაროდ, ზოგჯერ, ფეხბურთი ბიზნესია და აგენტები და პიარ მენეჯერები, ფარდის მიღმა, იმაზე მეტ სამუშაოს ასრულებენ, ვიდრე ჩვენ ვხედავთ.
- თქვა მან.
დაჯილდოების ცერემონია, დისტანციურ რეჟიმში, 17 დეკემბერს გაიმართება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]