Sport: მარკ ოვერმარსი "ბარსელონაში" მუშაობას არ აპირებს
Sport-ის ცნობით, ამსტერდამის "აიაქსის" ტექნიკური მდივანი, მარკ ოვერმარსი, "ბარსელონას" მენეჯმენტში მუშაობას არ აპირებს.
რამდენიმე დღის წინ, კატალონიურმა გამოცემამ იუწყა, რომ ნიდერლანდელი "აიაქსს" ტოვებს და მისი "ბარსელონას" პრეზიდენტობის რომელიმე კანდიდატის გვერდით ხილვა შესაძლებელი იყო.
თუმცა ამ ინფორმაციას თავად Sport უარყოფს და წერს, რომ ოვერმარსი გეზს პრემიერ ლიგისკენ აიღებს, სადაც მას, "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად, "არსენალი" ეპატიჟება. ფეხბურთელის რანგში, ოვერმარსი "ბარსელონას" სწორედ "მეთოფეთა" რიგებიდან შეუერთდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]