"ბარსელონა" ერლინგ ჰოლანდისთვის 2022 წელს იბრძოლებს
ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ევროპის წამყვანი კლუბები, მათ შორის "ბარსელონაც", "დორტმუნდის" ვარსკვლავის, ერლინგ ჰოლანდის შესაძენად 2022 წელს იბრძოლებენ.
ალბათ, გიჩნდებათ კითხვა, რატომ 2022 წელს და არა უფრო ადრე? ნორვეგიელი თავდამსხმელის კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, ხსენებულ წელს მისი შეძენა მხოლოდ და მხოლოდ 75 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი. ცნობილი Transfermarkt-ის მიხედვით, 20 წლის ვუნდერკინდის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 100 მილიონი ევროა.
იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, "ბლაუგრანას" ჰოლანდისთვის ბრძოლაში კონკურენციას, სავარაუდოდ, მადრიდის "რეალი", "მანჩესტერ სიტი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" გაუწევენ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატს, ჟოან ლაპორტას ძალიან კარგი ურთიერთბა აქვს ჰოლანდის აგენტთან, მინო რაიოლასთან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლაპორტა, არჩევნების მოგების შემთხვევაში, ნორვეგიელი შემტევის გადმოსაბირებლად ყველაფერს გააკეთებს.
ერლინგ ჰოლანდის აქტივში მიმდინარე სეზონში 14 მატჩი, 17 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]