"მილანი" მაქსველს აკვირდება
იტალიური "მილანი" ზაფხულში მარცხენა მცველის ყიდვას გეგმავს. "როსონერის" ხელმძღვანელობა აკვირდება კატალონიის "ბარსელონას" 29 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელ მაქსველს. სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ამ ტრანსფერში მონაწილეობას მიიღებს აგენტი მინო რაიოლა. შეგახსენებთ, რომ სწორედ რაიოლაა ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტი, რომელმაც შარშან "ბარსა" დატოვა და იტალიურ გრანდში გადავიდა. ასევე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მაქსველი "ლურჯ–ბროწეულისფერი" ფორმის მორგებამდე იცავდა მეორე მილანური კლუბის, "ინტერის" ღირსებას.
ბრაზილიელი მცველი "ბლაუგრანაში" 2009 წლიდან გამოდის და დღემდე მოყოლებული 45 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
არსებობს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: როდესაც იბრაჰიმოვიჩი "აიაქსში" თამაშობდა მაშინ მაქსველიც იქ იყო. შემდეგ ორივე მათგანი "ინტერში" გადავიდა. ბოლოს ისინი ერთად გამოემგზავრნენ კატალონიაში. ზლატანს გვარდიოლასთან პრობლემები შეექმნა და კვლავ იტალიას მიაშურა; ვნახოთ ამჯერადაც გაყვება თუ არა 29 წლის ფეხბურთელი შვედ ფორვარდს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]