ბერნდ შუსტერი: ბრეითუეიტი ლუის სუარესის შედეგებს ვერ მიაღწევს
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, ბერნდ შუსტერი, გუნდის შეტევაში არსებულ პრობლემებს აფასებს. გერმანელის თქმით, ლუის სუარესის გაშვებით, "ბარსამ" მძიმე შეცდომა დაუშვა.
"ბარსას" გოლის გატანა უჭირს, ხანდახან, ეს უიღბლობის გამო ხდება. თუ მატჩის ბედი გადაწყვეტილი არ არის, გუნდი იბნევა, მოთმინებას კარგავს და ინიციატივას მეტოქეს უთმობს.
შედეგები, რომელიც ლუის სუარესს ჰქონდა, ბრეითუეიტისთვის მიუღწეველია. "ბარსამ", სუარესთან დაკავშირებით, შეცდომა დაუშვა, რომლის შედეგსაც ახლა იმკის.
კუმანი გრიზმანის თაობაზეც არ არის ჩამოყალიბებული. ის სათანადო თამაშს ვერ აჩვენებს. იგი "ბარსას" სტილს ვერ ერგება.
მან კომენტარი, ასევე, "ბილბაოსთან" გასამართი შეხვედრის შესახებაც გააკეთა.
- თქვა მან Onda Cero-სთან ინტერვიუში.
ბასკებმა გაისკა გარიტანო გუშინ, "ელჩესთან" მოგებული მატჩის შემდეგ, გაათავისუფლეს. უკვე ოფიციალურად, მის ნაცვლად, "სევილიას", "ვილიარეალისა" და "ვალენსიას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, მარსელინო გარსია ტორალი, დაინიშნა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]