ბარსას რიგებში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირდა
როგორც იცით, "ბარსელონას" პირველ გუნდში კორონავირუსის 2 შემთხვევა დადასტურდა. "ბლაუგრანას" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, დადებით პასუხი სამწვრთნელო შტაბის 2 წევრის ტესტმა აჩვენა.
ამის გათვალისწინებით, დღეს პირველი გუნდის ყველა წევრს PCR ტესტირება ჩაუტარდა, პასუხები კი საღამოს უნდა ყოფილიყო.
ოფიციალური საიტი ადასტურებს, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ბანაკში არცერთი პოზიტიური ქეისი არ ყოფილა.
შესაბამისად, ხვალ კლუბი "ბილბაოს" სრული შემადგენლობით ეწვევა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]