რონალდ კუმანი ადასტურებს - კარლეს ალენია "ბარსელონას" ტოვებს
ბოლო დროს "ბარსელონას" ნახევარმცველის, კარლეს ალენიას "ხეტაფეში" სავარაუდო ტრანსფერზე პრესაში არაერთხელ დაიწერა.
"ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა "ბილბაოსთან" თამაშის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ 22 წლის შუახაზელი კლუბს ტოვებს.
ალენიას ტრანსფერის დასრულებამდე ვერაფერს ვიტყვი. მას კლუბისგან ნებართვა მიღებული აქვს. ყველაფრის დასრულების შემდეგ, აზრის დაფიქსირება შეგვეძლება. ფეხბურთელებმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, თავიანთი მომავალი უნდა განსაზღვრონ, რადგან მათ სათამაშო დრო სჭირდებათ.
- განაცხადა კუმანმა.
გავრცელებული ცნობებით, კარლეს ალენია "ხეტაფეში" ტრანსფერის დასასრულებლად, ამჟამად, მადრიდში იმყოფება
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]