ფაბრიციო რომანო: ნეიმარი დარწმუნებულია, რომ მესისთან ერთად ისევ ითამაშებს
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "პარი სენ-ჟერმენი" "ბარსელონასა" და "რეალის" ვარსკვლავების, ლიონელ მესისა და სერხიო რამოსის ხელში უფასოდ ჩაგდებას აპირებს.
ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ თავის პოდკასტში ფრანგული კლუბის ლიდერის, ნეიმარის ინტერვიუ გაიხსენა, რომელშიც ბრაზილიელმა განაცხადა, რომ მესისთან ერთად თამაში ისევ უნდა.
ნეიმარი არ ხუმრობდა, როდესაც ინტერვიუში მესისთან ერთად კვლავ თამაშის შესახებ საუბრობდა. ის დარწმუნებულია, რომ არგენტინელთან ერთ გუნდში ყოფნას ისევ შეძლებს.
- განაცხადა რომანომ.
იტალიელმა ჟურნალისტმა მესის მომავალზე განაცხადა:
ლეოსთვის მთავარი საპრეზიდენტო არჩევნები იქნება. ის ახალ პრეზიდენტს დაელოდება, რათა მის პროექტს გაეცნოს. მესი გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.
რომანომ რიკი პუჩზეც ისაუბრა:
"ბარსელონას" სჯერა, რომ პუჩი იანვარში კლუბს არ დატოვებს. მას "არსენალი" და "მილანი" იწვევენ. "ბლაუგრანა" ამ ეტაპზე მხოლოდ მისი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ფიქრობს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]