ბილბაო-ბარსელონა - მატჩისწინა მიმოხილვა

ბილბაო-ბარსელონა - მატჩისწინა მიმოხილვა

დღეს ლა ლიგის მე-2 ტურის შეხვედრა გაიმართება.

იმის გამო, რომ "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ავადსახსენებელ 1/4-ფინალში ითამაშა, კატალონიურ კლუბს პრიმერა დივიზიონის პირველ ტურში დასვენების საშუალება მისცეს, ამან კი 2021 წლის დასაწყისში რონალდ კუმანის გუნდის ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

"ბარსელონას" მსგავსად, მიმდინარე სეზონში საქმე ცუდად მისდის "ბილბაოსაც", რამაც 3 დღის წინ ბასკების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაისკა გარიტანოს გათავისუფლება გამოიწვია. "ბილბაომ" მის შემცვლელად მარსელინიო გარსია ტორალი დანიშნა, რომელსაც სადებიუტო შეხვედრა მის კარიერაში ყველაზე უხერხულ მეტოქესთან მოუწევს.

მარსელინიოს გუნდებს 20 ან მეტი თამაში 5 გუნდთან აქვთ ჩატარებული და მათგან მხოლოდ ორია, რომელთანაც მარსელინიოს 10-ზე ნაკლები მოგება აქვს. ერთი მისი დღვანდელი გუნდი "ბილბაოა" (6 მოგება), ხოლო მეორე დღევანდელი მეტოქე "ბარსელონა". 55 წლის სპეციალისტს "ბარსელონასთან" ჩატარებულ 21 თამაშში 1 მოგება, 6 ფრე და 14 მარცხი დაუგროვდა. ეს ერთადერთი მოგება "ბარსასთან" მის ბოლო შეხვედრაზე მოდის. 2019 წელს, ესპანეთის თასის ფინალში, მარსელინიოს "ვალენსიამ" "ბარსას" 2-1 სძლია. მანამდე ტორალს "ბლაუგრანასთან" 20 მატჩი არ ჰქონდა მოგებული.

სათამაშო ფორმა

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თამაში ორივე გუნდმა მოიგო, კარგ ფორმაში მყოფი არცერთს ეთქმის. "ბილბაომ" გასავარდნ ზონაში მყოფ "ელჩეს" საკუთარ კედლებში მინიმალური სხვაობით, 1-0 სძლია, "ბარსამ" კი იგივე ანგარიშით ჩემპიონატის ყველაზე სუსტ გუნდთან, "უესკასთან" მოიგო.

ბასკურ გუნდს ლა ლიგის ბოლო 8 თამაშში მხოლოდ 2 მოგება აქვს, ორივე საკუთარ კედლებში და ორივე მშრალად. ბოლო 4 ტურია "ბილბაო" შინ ჩატარებულ ყოველ მოგებას წაგებას აყოლებს. ამ ლოგიკით დღეს ბასკებს წაგება უწევთ.

"ბარსელონას" ლა ლიგაში 6 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. კარგად ჟღერს, მაგრამ კუმანის გუნდმა ქულები 2-ჯერ დაკარგა და თამაშის ხარისხიც რბილად რომ ვთქვათ არადამაკმაყოფილებელია.

ბოლო დროს "ბარსამ" სტუმრად თამაში გამოასწორა. ლა ლიგაში მეტოქის მოედანზე ჩატარებულ 4 მატჩში მხოლოდ 1 ქულის აღების შემდეგ კუმანის შეგირდებმა ზედიზედ 2 გასვლითი შეხვედრა მოიგეს - "ვალადოლიდთან" 3-0 და "უესკასთან" 1-0.

დანაკლისი

როგორც ამ სეზონში ხშირად ხდება ხოლმე, დანაკლისი ორივე გუნდს აქვს.

"ბილბაოს" მთავარი პრობლემა ერთ-ერთი ძირითადი ცენტრალური მცველის, იერაი ალვარესის არყოფნაა. ასევე ვერ ითამაშებს ნახევარმცველი უნაი ლოპესი, მაგრამ ის სასტარტო შემადგენლობის წევრი არცაა.

"ბარსელონას" ვარსკვლავები აკლია - ჟერარ პიკე, ანსუ ფატი, სერჟი რობერტო და ფილიპე კოუტინიო. თუმცა, პირველი სამი მათგანის რამდენიმე თვით გამოკლებას დიდი ხანია შევეგუეთ, კოუტინიო კი გუნდს 2018 წლის ზაფხულის შემდეგ ვერ ეხმარება და მის არყოფნას დიდი დანაკლისი ნაკლებად ეთქმის.

ურთიერთშეხვედრები

"ბილბაო" და "ბარსელონა" იმ 3 გუნდს შორის შედიან, რომლებიც ლა ლიგიდან არასდროს გავარდნილან. შესაბამისად მათ ურთიერთშეხვედრების დიდი ისტორია აქვთ.

ამ გუნდებს შორის სულ ჩატარებული 229 თამაშიდან 115 (50%) "ბარსელონამ" მოიგო, 76 (33%) "ბილბაომ", ხოლო 38 (17%) ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება - 322-232, კატალონიელების სასარგებლოდ.

ბასკეთში ჩატარებულ შეხვედრებში უპირატესობა მასპინძლებს აქვთ. "ბარსელონამ" ბილბაოში 37-ჯერ მოიგო, 24-ჯერ ფრედ ითამაშა და 56-ჯერ წააგო. "სან მამესზე" უკანასკნელი 3 ვიზიტის დროს "ბლაუგურანამ" გოლი ვერ გაიტანა, ბოლო 2 კი წააგო, ორივე ანგარიშით 0-1. ბილბაოში კატალონიელებმა ბოლოს 2017 წელს მოიგეს.

არბიტრი

შეხვედრას გამოცდილი არბიტრი კარლოს დელ სერო გრანდე მოემსახურება.

მას ყველაზე მეტჯერ "ბილბაოს" მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. 33 შეხვედრიდან ბასკებმა 13 მოიგეს, 12 ფრედ დაასრულეს და 8 წააგეს. 44 წლის არბიტრმა "ბილბაოსაც" და მის მეტოქეებსაც 4-4 ფეხბურთელი გაუძევა და ორივე კარში 4-4 თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

დელ სერო გრანდეს მონაწილეობით ჩატარებულ შეხვედრებში ყველაზე კარგი შედეგები "ბარსელონას" აქვს. კატალონიელებმა 31 თამაშიდან 25 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 3 დათმეს. დელ სერომ "ბარსას" ფეხბურთელი მოედნიდან 4-ჯერ გააძევა, კატალონიელთა კარში კი 2 თერთმეტმეტრიანი დანიშნა. მეტოქის ფეხბურთელს წითელი მან ასევე 4-ჯერ უჩვენა, "ბარსას" სასარგებლოდ კი 5 პენალტი დანიშნა.

როგორც ხედავთ, დელ სერო გრანდე რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას არ ერიდება. მას თერთმეტმეტრიანების დანიშვნაც უყვარს და ფეხბურთელების გაძევებაც. თუმცა, "ბარსას" მონაწილეობით ჩატარებულ ბოლო 10 შეხვედრაში მას თერთეტმეტრიანის ნიშნიულისკენ ხელი არ გაუშვერია. ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 გაძევებისა (ლანგლე და დე იონგი) და ბოლო 2 პენალტის შემთხვევაში მან კატალონიელთა საწინააღდეგო გადაწყვეტილება მიიღო.

საინტერესო ფაქტები

  • "სან მამესზე" ჩატარებულ ბოლო 3 მატჩში "ბარსელონას" გოლი არ აქვს გატანილი.
  • "სან მამესზე" ჩატარებულ ბოლო 3 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გავიდა;
  • "ბილბაოს" ბოლო 20 საშინაო თამაშიდან 16-ში 3 გოლზე ნაკლები გადიოდა;
  • "ბილბაოსა" და "ბარსელონას" შორის ჩატარებულ ბოლო 7 მატჩში 3 გოლზე ნაკლები გადიოდა;
  • "ბილბაოსა" და "ბარსელონას" შორის ჩატარებულ ბოლო 4 თამაშში კარის მშრანად შენახვას მინიმუმ 1 გუნდი ახერხებდა;
  • "ბარსელონას" ლა ლიგაში 6 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

მწვრთნელების კომენტარები

რონალდ კუმანი

არ ვფიქრობ, რომ "ბილბაო" სათამაშო სქემას შეცვლის. მარსელინიო ახლახანს მოვიდა. "ბილბაო" ის გუნდია, რომელიც სახლში თავის ნამდვილ სახეს ყოველთვის აჩვენებს. ჩემი აზრით, ბასკები სისტემას არ შეცვლიან. მზად უნდა ვიყოთ.

რონალდ კუმანის კომენტარი სრულად.

მარსელინიო

რთული თამაში გველის. მეტოქეს საქმე უნდა გავურთულოთ, სივრცეები შევზღუდოთ და მომენტები შევქმნათ. ლოგიკურია, რომ ბურთი მათ უფრო ხშირად ექნებათ, მაგრამ ჩვენ გაბედულები უნდა ვიყოთ.

სავარაუდო შემადგენლობები

WhoScored

ბილბაო (4-4-2): სიმონი, კაპა, ნუნიესი, მარტინესი, ბერჩიჩე, ბერენგერი, ვესგა, გარსია, მუნიაინი, ვილიამსი, ვილალიბრე.

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, ლანგლე, ალბა, დე იონგი, პიანიჩი, პედრი, მესი, გრიზმანი, დემბელე.

SportsMole

ბილბაო: სიმონი, კაპა, ნუნიესი, მარტინესი, ბერჩიჩე, ბერენგერი, ვესგა, გარსია, მუნიაინი, ვილიამსი, ვილალიბრე.

ბარსელონა: ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, ლანგლე, ალბა, პიანიჩი, დე იონგი, პედრი, მესი, გრიზმანი, დემბელე.

Sportskeeda

ბილბაო (4-2-3-1): სიმონი, კაპა, ნუნიესი, მარტინესი, ბერჩიჩე, გარსია, ვესგა, ვილიამსი, მუნიაინი, ბერენგერი, ვილალიბრე.

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, ლანგლე, ალბა, პიანიჩი, დე იონგი, პედრი, მესი, გრიზმანი, დემბელე.

SofaScore

ბილბაო (4-4-2): სიმონი, კაპა, ნუნიესი, მარტინესი, ბერჩიჩე, ბერენგერი, გარსია, ვესგა, მუნიაინი, ვილალიბრე, ვილიამსი.

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, ლანგლე, ალბა, დე იონგი, პიანიჩი, პედრი, მესი, გრიზმანი, დემბელე.

პროგნოზი

  • WhoScored: 1-1
  • Sportsmole: 0-2
  • Sportskeeda: 1-2

ტრანსლაცია

თამაში ღამის 00:00 საათზე დაიწყება, მის ტრანსლაციას სილქ სპორტ 1 და Silksport.ge გთავაზობთ.

კომენტარებში დაწერეთ, რა კომპონენტის დამატებას ისურვებდით მატჩისწინა მიმოხილვებში და დავამატებთ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #12 6 იანვარი 2021 20:30
    0
    ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, ლანგლე, ალბა, დე იონგი, პიანიჩი, პედრი, მესი, გრიზმანი, დემბელე.
    ეს შემადგენლობა უბდა დააყენოს.. და მოსაგები თამაშია და უნდა მოვიგოთ.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 6 იანვარი 2021 18:18
    0
    ლოგიკური შედეგი ფრეა, და თუ ფრედ დასრულდა, ცუდ შდეგად არ უნდა მოვიღოთ barca-6
    ბასქუ10
    სტუმარი [?]
    #10 6 იანვარი 2021 18:16
    0
    ორივე გუნდი ცუდ ფორმაშია მაგრამ ამ მატჩში ორივე გუნდი მაქსიმალურად იბრძოლებს, იმედია გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება, ოღონდ ლამაზი თამაშით რა თქმა უნდა
    გოგიბერიძე
    სტუმარი [?]
    #9 6 იანვარი 2021 15:53
    2
    ამ ფორმით უფრო მეტჯერ ვითამაშეთ ვიდრე გასვლითი ფორმით უკვე. ის შავი ფორმა მარტო სილამაზისთვის უნდოდათ?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 6 იანვარი 2021 15:09
    1
    ძალიან ცუდ ფორმაშია ბილბაო და თუ არ იკისრა კუმანმა უპრობლემოდ მოვიგებთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 6 იანვარი 2021 13:16
    0
    " ბოლო 4 ტურია "ბილბაო" შინ ჩატარებულ ყოველ მოგებას წაგებას აყოლებს. ამ ლოგიკით დღეს ბასკებს წაგება უწევთ".
    მერე ჩვენ რისთვისა ვართ, წელს იმდენ გუნდს გავუკეთეთ საჩუქრები, რომ ერთსაც აუცილებლად ვიზავთ.
    Culé [?]
    #6 6 იანვარი 2021 13:07
    1
    ამ ბრწყინვალე სტატიის ფონზე იმედია არ წავაგებთ :))
    Culé [?]
    #5 6 იანვარი 2021 12:45
    2
    მოგებაზე არ მაქვს პრეტენზია,ნუ წავაგებთ თამაშს და დავამთავროთ ფრედ ან მინიმალური ანგარიშით მოგება.
    ფანი [?]
    #4 6 იანვარი 2021 12:24
    1
    ყველა რო ერთ შემადგენლობას ფიქრობს მეც ვეთანხმები
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 6 იანვარი 2021 12:19
    0
    ძაან რთული თამაში გველოდება, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მოგება გვინდა და დღესაც მოსაგებათ ითამაშებენ ბილბაოში ჩვენი ბიჭები. დემბელე უნდა დააყენოს უეჭველად ძირითადში, თორემ ბილბაოს დაცვაში თამაში არ ეშლება და გრიზმანი-ბრაიტვეიტის იმედად ვერ ვიქნებით, ამწიოკებლები არის საჭირო დს მასეთი დემბელეა. იმედია სამ ქულას წამოვიღებთ. ვისკა ბარსა❤️
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    ფანი [?]
    #2 6 იანვარი 2021 11:47
    0
    კუმანის ხელში, სადაც გვიჭირდა მოგება იქ მოვიგეთ და ვისთანაც მარტივად ვიგებდით, ან წაუგებელი სერია გვქონდა, ყველამ აქეთ მოგვიგო, ან ქულა დაგვაკარგინა:დ, ამიტომ დღეს მოვიგებთ, ვისკა ბარსა ❤️
    buxo
    სტუმარი [?]
    #1 6 იანვარი 2021 11:42
    1
    1-1, 0-2, 1-2 იო პოგნოზში smile იმედია მართლა არწაავაგებთ თუარა პიზდც