ოფიციალურად: ბარსელონა და ხეტაფე ალენიას ტრანსფერზე შეთანხმდნენ
კატალონიის "ბარსელონა" ოფიციალურად ადასტურებს, რომ კარლეს ალენიას იჯარის თაობაზე "ხეტაფესთან" შეთანხმება შედგა.
ახალგაზრდა ნახევარმცველი მადრიდულ კლუბში 2020/21 წლებს სეზონის დასრულებამდე დარჩება.
22 წლის ფეხბურთელმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით, პირველ გუნდში, სულ 43 შეხვედრა ჩაატარა, ამ პერიოდში კი გოლით თავის გამოჩენა 3-ჯერ შეძლო.
"ლა მასიელის" დებიუტი 2016/17 წლებში, კოპა დელ რეიზე შედგა, რაც მატჩში ერთადერთი გოლის გატანით აღნიშნა. 2019/20 წლების სეზონში ალენია "ბეტისს" იჯარის წესით შუერთდა, სადაც მონაწილეობა 19 მატჩში მიიღო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]