ჩემი კარიერით ვამაყობ - სერხიო ბუსკეტსი
"გრანადასთან" შეხვედრაში მონაწილეობის მიღების შემდეგ, კატალონიის "ბარსელონას" საყრდენმა ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა 600-მატჩიან ნიშნულს მიაღწია.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მან დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა:
მიღწეული შედეგით ვამაყობ. აქამდე ისტორიაში მსგავსი რამ მხოლოდ სამმა ადამიანმა შეძლო, მე კი მეოთხე ვარ. ისინი დიდებული მოთამაშეები არიან - ჩემი გუნდელები, რომლებმაც "ბარსას" და ფეხბურთს ბევრი რამ მისცეს.
ჩემი კარიერით ბედნიერი ვარ. მინდა, კოლეგებს, სამწვრთნელო შტაბის წევრებსა და ყველას, ვინც მხარს მიჭერდა, მადლობა გადავუხადო. ვიმედოვნებ, რომ კიდევ ბევრს ვითამაშებ.
მიმდინარე სეზონში, ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით, სერხიომ ლა ლიგაში - 17, ჩემპიონთა ლიგაზე კი 4 მატჩი ჩაატარა. შეგახსენებთ, ბუსკეტსი "ბლაუგრანას" პირველ გუნდში 2008 წლიდან ირიცხება, ამ დროის განმავლობაში კი კლუბთან ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, მათ შორის - 3 ჩემპიონთა ლიგა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]