შროიდერის კომენტარი მესის არყოფნაზე
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის თანაშემწემ, ალფრედ შროიდერმა "სოსიედადთან" თამაშის წინ გუნდის კაპიტანზე, ლიონელ მესიზე მცირე კომენტარი გააკეთა.
მესიმ დღეს დილით დისკომფორტი იგრძნო, რის გამოც მან სავარჯიშო სესია გამოტოვა. როგორც აღმოჩნდა, არგენტინელს მცირე დაზიანება აქვს.
33 თავდამსხმელი ესპანეთის სუპერ თასის 1/2-ფინალური შეხვედრის ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა. კატალონიელთა ლიდერი არც სათადარიგოთა შორის იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დღეს საერთოდ არ ითამაშებს.
შროიდერმა განცხადებით, მესი "სოსიედადთან" მატჩში მოედანზე თავის დაზღვევის მიზნით არ გამოვა:
მესის გარკვეული ფიზიკური პრობლემა ჰქონდა, ამიტომ ის დღეს არ ითამაშებს. ლეოსთან დაკავშრებით გადავწყვიტეთ, არ გავრისკოთ.
მცირე პრობელმა აქვს დესტსაც, რის გამოც მარჯვენა მცველად მინგესა ითამაშებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]