სენსაცია ქალთა ფეხბურთში - "ბარსა" ფინალს მიღმა დარჩა

სენსაცია ქალთა ფეხბურთში - "ბარსა" ფინალს მიღმა დარჩა

13 იანვარს "ბარსელონას" ესპანეთის სუპერ თასზე 2 თამაში ელოდა - კაცებში "სოსიედადთან" და ქალებში "ატლეტიკოსთან".

მიუხედავად იმისა, რომ ქალების "ატლეტიკო" ესპანეთის მასშტაბით ძალიან ძლიერი გუნდია, კაცების "სოსიედადი" კი ბოლო დროს ძალიან ცუდად გამოიყურება, მოგებას უპირველსად მაინც "ბარსას" ქალების გუნდისგან ველოდით. რატომ? იმიტომ, რომ კატალონიელებს ესპანეთის მასშტაბით უკონკურენტო გუნდი ჰყავთ. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე საათის წინ ასე გვეგონა.

ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 13 თამაშში 13 მოგება, გატანილი უამრავი და გაშვებული მხოლოდ 3 გოლი. ასეთი იყო "ბარსელონას" ქალთა გუნდის მონაგარი მიმდინარე სეზონში.

"ბარსა" "ატლეტიკოსთანაც" ფავორიტად მიიჩნეოდა. კატალონიელები მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ქალთა ფეხბურთში ვიდეორეფერი რომ იყოს დანერგილი, ძირთად დროშივე ადვილად მოიგებდნენ, მაგრამ 90 წუთში 1-1 დაფიქსირების შემდეგ საჭირო ჯერ დამატებითი ტაიმები, შემდეგ კი პენალტების სერია გახდა საჭირო.

თერთმეტმეტრიანებში მოვლენები ისე განვითარდა, როგორც მამაკაცთა ფეხბურთში, "ბარსელონასა" და "სოსიედადის" შეხვედრაში, ოღონდ პირიქით - პირველი 3 დარტყმა "ბლაუგრანამ" გააფუჭა და საბოლოოდ 1-3 დამარცხდა.

ეს ქალთა ფეხბურთში ესპანეთის სუპერ თასის მე-2 გათამაშებაა. შარშან "ბარსა" ნახევარფინალში ასევე "ატელტიკოს" შეხვდა და ასევე დაძაბულ ბრძოლაში 3-2 იმარჯვა, ფინალში კი "სოსიედადი" 10-1 გაანადგურა. მადრიდული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში "ბლაუგრანას" ფინალში მოგება ახლაც თითქმის განაღდებული ჰქონდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #10 14 იანვარი 2021 11:55
    0
    ციტატა: levanoza
    ციტატა: Clever liar
    ვუყურე ერთ ტაიმს და იმენა რაგბი ითამაშა ატლეტიკომ დაცვაში.. პუტელიას ვერავინ აუწყო შეტევაში და თვითონაც ვერ დააგვირგვინა რამოდენიმეჯერ თორე როგორც რონალდინიო და ბრეითვეიგის თამაში განსხვავებდა ისეა ზუსტად მისი და დემბელესიც. ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა პუტი :)))

    სად უურე? გაგვაგებინე ჩვენც თუ შეიძლება. მადლობა წინასწარ!

    .ეც მაინტერესებს, სულ მინდა ხოლმე ყურება..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 14 იანვარი 2021 11:46
    1
    ციტატა: Clever liar
    ვუყურე ერთ ტაიმს და იმენა რაგბი ითამაშა ატლეტიკომ დაცვაში.. პუტელიას ვერავინ აუწყო შეტევაში და თვითონაც ვერ დააგვირგვინა რამოდენიმეჯერ თორე როგორც რონალდინიო და ბრეითვეიგის თამაში განსხვავებდა ისეა ზუსტად მისი და დემბელესიც. ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა პუტი :)))

    სად უურე? გაგვაგებინე ჩვენც თუ შეიძლება. მადლობა წინასწარ!
    Culé [?]
    #8 14 იანვარი 2021 11:22
    2
    კაი სეზონი აქვთ. იმედია სხვა ტიტულებს მოიგებენ
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    ბასქუ10
    სტუმარი [?]
    #7 14 იანვარი 2021 10:22
    4
    სამწუხაროა, არადა მაგარ სეზონს ატარებდნენ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 14 იანვარი 2021 10:10
    3
    ფაიკიდეთ გოგოებო, ესპანეთის სუპერთასი დიდი ვერაფერი ტიტულია, კაცებისთვის კი არის ახლა ჩემპიონთა ლიგასავით მაგრამ თქვენ ნამდვილ ლიგაზე გაიწიეთ.რატო არაა რეფერი ისე ქალთა ფეხბურთში რა დააშავე!🤬
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 14 იანვარი 2021 03:44
    1
    ამ ორ გუნდს რატომ აწყვილებენ ერთად და იქეთ ორი ბანძიდან ერთი გადის უპრობლემოდ. არ ჯობია ფინალი ითამაშონ ამათმა?
    Culé [?]
    #4 14 იანვარი 2021 03:42
    1
    ვუყურე ერთ ტაიმს და იმენა რაგბი ითამაშა ატლეტიკომ დაცვაში.. პუტელიას ვერავინ აუწყო შეტევაში და თვითონაც ვერ დააგვირგვინა რამოდენიმეჯერ თორე როგორც რონალდინიო და ბრეითვეიგის თამაში განსხვავებდა ისეა ზუსტად მისი და დემბელესიც. ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა პუტი :)))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 იანვარი 2021 03:37
    2
    ციტატა: CHEPE
    ლიკე მარტინესი არიყო დღეს... არადა მინდოდა მენახა როგორ თამაშობდა მესის რომ ადარებენ ქალთა დედოფლად წოდებულს😃😃😃

    ვა რაშია საქმე არც მესი არც ის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 იანვარი 2021 03:35
    8
    წადი გოგონი დაიძინე ცოდო ხარ, ახლა ხვალე დადე სიახლეები
    ferreira10
    სტუმარი [?]
    #1 14 იანვარი 2021 03:33
    2
    ეხ პუტელიას დდ