პალკინი: "შახტარი" თუ არა, აბა სხვა ვინ შეაჩერებს "ბარსელონას"?

პალკინი: "შახტარი" თუ არა, აბა სხვა ვინ შეაჩერებს "ბარსელონას"?

დონეცკის "შახტარის" გენერალურმა დირექტორმა, სერგეი პალკინმა, თავისი აზრი გამოთქვა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის კენჭისყრაზე.

"დარწმუნებული ვარ ამ კენჭისყრაში მონაწილე არცერთ გუნდს არ სურდა მეტოქედ "ბარსელონა". ყველას კარგად ესმის, რომ ახლა "ბარსას" უფრო მეტი შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგის მოგების ვიდრე სხვა რომელიმე კლუბს. ისინი მართლაც საუკეთესონი არიან. სწორედ ამიტომ რა თქმა უნდა არც ჩვენ გვსურდა მათთან დაპირისპირება, მაგრამ რა ვქნათ? კენჭისყრა ლატარიაა: თუ გაგიმართლებს გაიმარჯვებ, ხოლო თუ ფორტუნა ზურგს შეგაქცევს მაშინ შენ, თავად უნდა იბრძოლო ამ გამარჯვების მოსაპოვებლად. მითუმეტეს "შახტარსა" და კატალონიურ გრანდს ადრეც უთამაშიათ. ამიტომ უკვე კარგად გვაქვს მათი თამაშის სტილი შესწავლილი.

"მეკითხებით "შახტარს" შეუძლია თუ არა "ბარსას" შეჩერება? აბა ჩვენ თუ არა, სხვა ვინ შეაჩერებს მათ? (იცინის). დარწმუნებული ვარ უკრაინული გუნდის ფეხბურთელები თავს არ დაზოგავენ და შეეცდებიან მოახდინონ სასწაული: გავიდნენ რა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში. ეს ძნელი იქნება, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს." –განაცხადა პალკინმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.