"ბილბაოელები" "ბარსელონასთან" დაპირისპირებამდე
მოგეხსენებათ, ბილბაოს "ატლეტიკმა" ესპანეთის სუპერ თასის მეორე ნახვარფინალურ დაპირისპირებაში მადრიდის "რეალი" დაამარცხა. შესაბამისად, ბასკები ფინალში "ბარსელონას" დაუპირისპირდებიან.
აღნიშნულ საკითხზე "ბილბაოელები" საუბრობენ:
ინიგო მარტინესი
რაულ გარსია
მარსელინო გარსია ტორალი
ვნახოთ, როგორ დავისვენებთ, რადგან ამისთვის "ბლაუგრანაზე" 1 დღით ნაკლები გვაქვს. საბაბს არ ვეძებთ, თუმცა ჩვენ 3 დღე გვერგო, კატალონიელებს კი - 4.
"რეალისა" და "ბარსელონას" დამარცხების შემდეგ ტიტულის მოგება შესანიშნავი იქნება. აქამდე მხოლოდ 90 წუთი გვაშორებს.
"ლურჯ-ბროწეულისფერებს" განსაკუთრებული ფეხბურთელი - ლიონელ მესი ჰყავთ. ვეცდებით, შეძლებისდაგვარად, მასზე მეურვეობა დავაწესოთ.
შეგახსენებთ, "ატლეტიკმა" "ბლანკოსს" 2-1 მოუგო. ბასკთა მხრიდან რაულ გარსიამ დუბლი მიითვალა, მადრიდელთაგან კი ერთადერთი ბურთი კარიმ ბენზემას ანგარიშზეა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]