ჩავი "ვილიარეალთან" არ იქნება
ჩავი ერნანდესი "პრიმერა დივიზიონის" მორიგ მატჩს, "ვილიარეალის" წინააღმდეგ ვერ გამართავს. ეს ყველაფერი კი იმითაა გამოწვეული, რომ მან დღეს შეხვედრის არბიტრისგან ყვითელი ბარათი დაიმსახურა, რაც კატალონიელისთვის მეხუთე ყვითელი ბარათი აღმოჩნდა. ხუთი ყვითელი ბარათი კი ნიშნავს იმას, რომ ჩავი ერთ მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება.
თუმცა, ამასაც შეგვიძლია მოვუძებნოთ ერთი დადებითი მხარე: ჩავი "კლასიკომდე" ყვითლებისგან გათავისუფლებული იქნება, რასაც ვერც ვალდესზე, ვერც მაშერანოზე, ვერც მესიზე და ვერც ბუსკეტსზე ვერ ვიტყვით. ჩამოთვლილთაგან "ხეტაფეთან" არც ერთი არ იქნა გაფრთხილებული და შესაბამისად ყველა შეძლბეს მომავალ დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღებას. ასე, რომ ამ ფეხბურთელებმა "ვილიარეალთან" გოლების გატანისა და კარის მშრალად შენახვის გარდა, ყვითელი ბარათის მიღებისთვისაც უნდა იბრძოლონ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]