ოსკარ მინგესას სატრანსფერო ღირებულება რეკორდულად გაიზარდა
"ბარსელონას" 21 წლის ესპანელი მცველის, ოსკარ მინგესას საბაზრო ღირებულება რამდენიმე თვეში რეკორდულად გაიზარდა. სეზონის დასაწყისში მინგესა უბრალოდ "ბარსელონა ბ-ს" მოთამაშე გახლდათ, Transfermarkt კი მას მხოლოდ 200 000 ევროდ აფასებდა.
ამის შემდეგ, ცენტრალური მცველის საბაზრო ღირებულება 2400%-ით გაიზარდა და 2021 წლის იანვრის მონაცემებით - 5 მილიონ ევროს შეადგენს. 2020 წლის დეკემბერში მინგესას ფასი 3 მილიონი ევრო იყო, ერთ თვეში კი 2 მილიონი ევროთი გაიზარდა.
ახალგაზრდა ესპანელი ახლა "ბარსელონა ბ-ს" ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა, ილაი მორიბასთან და ალექს კოლიადოსთან ერთად, მიმდინარე სეზონში მცველმა პირველ გუნდში უკვე 16 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]