პედრი: ახალგაზრდებმა კუმანის ნდობა უნდა გავამართლოთ
"ბარსელონას" 18 წლის ნახევარმცველი, პედრი გონსალესი, რონალდ კუმანის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ნიდერლანდელი ახალგაზრდა ფეხბურთელებს ენდობა.
მე ნახევარდაცვაში თამაშს ვამჯობინებ, თუმცა მწვრთნელის გადაწყვეტილებებსაც ვერგები. ყველა ასე უნდა მოიქცეს, რათა კუმანს ტაქტიკურად მეტი გასაქანი მივცეთ.
კუმანი ახალგაზრდა ფეხბურთელებს ენდობა, ჩვენ კი მისი ნდობა კარგი ასპარეზობით უნდა გავამართლოთ.
ჩემი ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე ვარ ფოკუსირებული. ამისთვის, სავარჯიშო სესიების შემდეგ, მუშაობას ფიტნეს ინსტრუქტორებთან ერთად, ვაგრძელებ.
- პედრის სიტყვებს Esports3 ციტირებს.
მიმდინარე სეზონში, პედრიმ 27 შეხვედრაში ითამაშა. მის მონაგარს 3 გოლი და 4 ასისტი შეადგენს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]