Bild: "მანჩესტერი" დემბელეს ვარიანტს განიხილავს
"მანჩესტერ იუნაიტედს" ზაფხულში გარემარბის პოზიციაზე გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი.
მათი მთავარი სამიზნე "დორტმუნდის ბორუსიადან" ჯეიდონ სანჩო იქნება.
Bild-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ინგლისელის ტრანსფერი ვერ შედგა. "იუნაიტედი" მის შემცვლელად უსმან დემბელეს მოიაზრებს.
"წითელ ეშმაკებს" ფრანგის მიმართ ინტერესი ახლო წარსულშიც ჰქონდათ. თუმცა, დემბელეს შედარებით სტაბილურმა თამაშმა კატალონიელ ქომაგსა და კლუბის ხელმძღვანელობას იმედი ისევ ჩაუსახა და ახლა მის წასვლაზეც ნაკლებად საუბრობენ.
მიმდინარე სეზონში დემბელემ 21 შეხვედრაში მიიღო მოანწილეობა, მის აქტივში კი 6 გოლი და 3 ასისტია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]