კარლოს ტევესი მესიზე: რთულია, როდესაც გუნდი არ მოგყვება
"ბოკა ხუნიორსის" 36 წლის არგენტინელმა შემტევმა, კარლოს ტევესმა, "ბარსელონას" კაპიტანზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა.
"როდესაც იმ ასაკს უახლოვდებით, როცა ხედავთ, რომ სათამაშო კარიერა დასასრულს უახლოვდება და გუნდი არ მოგყვება... ძალიან რთულია, მაგრამ მესის სხვებზე კარგად ესმის გადაწყვეტილება, რომელსაც ივნისში მიიღებს. "ბარსელონას" მაისურის გარეშე ის ვერც წარმომიდგენია.",
- ტევესის სიტყვებს Marca ციტირებს.
მესის კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2021 წლის 30 ივნისს იწურება, არგენტინელის გადაბირებით "მანჩესტერ სიტი" და "პარი-სენ ჟერმენი" ინტერესდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]