დესტმა ვარჯიში განაახლა
"ბარსელონას" ახალგაზრდა მარჯვენა მცველი სერჟინიო დესტი გუნდთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდა.
20 წლის ამერიკელს კუნთის ტრავმა დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში აწუხებდა. ამის გამო მან გუნდის ბოლო 4 თამაში გამოტოვა.
AS-ის ცნობით, სერჟინიომ დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა. დიდი ალბათობით ის "გრანადასთან" ზეგ გასამართი მატჩის განაცხადშიც მოხვდება.
სერჟინიო დესტი "ბარსელონაში" პირველ სეზონს ატარებს. მან მონაწილეობა 21 შეხვედრაში მიიღო, თავი კი 1 გოლითა და 1 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]