"ბარსელონამ" ნეტუს ფასი დაადო - AS

"ბარსელონამ" ნეტუს ფასი დაადო - AS

"ბარსელონა" მომდევნო ზაფხულში გუნდის ბრაზილიელ მეკარესთან, ნეტუსთან განსაშორებლად მზად იქნება. ეს უკვე ცნობილია რამდენიმე დღის წინ გასაჯაროებული დოკუმენტიდან, სადაც საუბარი "ბლაუგრანას" სატრანსფერო გეგმებზეა, მათ შორის 31 წლის კარის დარაჯის გაშვებაზეც.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეელევა "ბარსელონა" ნეტუს. AS-ის ცნობით, კატალონიური კლუბი ბრაზილიელის სანაცვლოდ მინიმუმ 15 მილიონ ევროს მოითხოვს. "ლურჯ-ბროწეულისფერები" ფეხბურთელის უფრო იაფად გაყიდვას არ აპირებენ.

გავრცელებული ცნობებით, ნეტუმ კლუბს იანვარში გაშვება სთოხვა, თუმცა "ბლაუგრანამ" მოთამაშის ზამთარში გაშვებაზე უარი თქვა.

ცნობისთვის, ნეტუმ მიმდინარე სეზონში 11 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაუშვა. მან კარი მშრალად 5-ჯერ შეინახა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 6 თებერვალი 2021 23:52
    4
    არადა 25 მილიონის მოთხოვნა თავისუფლად შეიძლება. ძაან კაი მეკარეა.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #4 6 თებერვალი 2021 23:21
    0
    Griezzy7,
    შემდეგ წელს თუ ესეთი გუნდი გვეყოლება როგორც შენ ამბობ ჯობია ბარსა მეორე ლიგაში გავარდეს წელს,ალაბას დიდი ალბათობით რეალი წაიღებს,რაც შეგვეხება ჩვენ,ზარალის მიუხედავად ახალიბპრეზიდენტი თავის წარმოჩენის მიზნით რამდენიმე ვარსკვლავს მოგვიყვანს,პლიუს დემბელეს გააგდებენ უმტიტის დესტს ბრაიტას და ესეთ ხარახურებს გაყრიან,წინ კეინს და დაცვაში შკრინიარს ან დაიოტს მოიყვანენ,შკრინიარა რეალში უნდაო მარა დაიოტი თითქმის მაგაზე უკეთესია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 6 თებერვალი 2021 22:50
    2
    ზაფხულამდე ვინ უნდა იყიდოს.
    ისე ნეტუ მე პირადად სილესენს მირჩევნია, ცოდოა სკამისთვის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 6 თებერვალი 2021 22:09
    2
    15 მილიონი და აჩუქეთ ბარემ 25-30 მილიონად თავისუფლად გაიყიდება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 6 თებერვალი 2021 21:48
    4
    მაგარია ნეტუ. ბარსაში ტერ შტეგენის შემყურე ვერ ადგება სკამიდა. ჩვენთვის კარგია რომ ასეთი ზამენა გვყავს მარა მას ვკითხოთ აბა თუ მოწონს სკამზე ყოფნა. ეს გავუშვად 20ად მაინც და ინიაკი პენია დავაწინაუროთ ზამენად!
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "