"კამპ ნოუზე" მასობრივი ვაქცინაცია ჩატარდება

"კამპ ნოუზე" მასობრივი ვაქცინაცია ჩატარდება

კატალონიის მთავრობას "კამპ ნოუზე" კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება სურს, იტყობინება TV3.

"ბარსელონას" საშინაო არენა, კატალონიის მასშტაბით, ვაქცინაციის ყველაზე დიდი ცენტრი იქნება. ვაქცინაციის სტადიონზე ჩატარების მიზეზი მხოლოდ ლოჯისტიკური მხარე არ არის, კატალონიის მთავრობაში თვლიან, რომ "კამპ ნოუს" მოსახლეობაში სიმბოლური დატვირთვა აქვს და ამ გზით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას უფრო მეტი ადამიანი გადაწყვეტს.

საბოლოო გადაწყვეტილება "ბარსელონას" მომავალმა პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. არჩევნები 7 მარტს არის დაგეგმილი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 10 თებერვალი 2021 01:19
    1
    ვაქცინა თუ არ გეყოთ ჩვენ მოგაწვდით, მალე შემოგვივა 29 000.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 9 თებერვალი 2021 14:29
    0
    ჩვენს სტადიონს როგორც უნდათ ისე იყენებენ და არჩევნებზე თვითონ გააფშიკეს ფეხები სანამ არ გადაადებინეს🤬
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Konrad de la Fuente
    სტუმარი [?]
    #3 9 თებერვალი 2021 13:47
    4
    კუმან, მიეცი კონრადს შანსი. აი რა ტალანტს არ იყენებს, იმენა ცოდვაა რა.
    Culé [?]
    #2 9 თებერვალი 2021 13:32
    2
    დემბელე ბრაიტვაიტი მინგესა პუჩი ფირპო უმტიტი და დესტიც არ გამოგრჩეთ,მაგათ ორი დოზა შეუყვანეთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 თებერვალი 2021 12:56
    2
    ანუ ხალხმა რო აცრა ჩაიტაროს სტადიონს ცრიან?