21.03.2011 - ”ბარსელონას” სტატისტიკური მაჩვენებლები
გატანილი გოლების რაოდენობით ლიდერობს ლიონელ მესი. მიმდინარე სეზონში მან 45 გოლი გაიტანა, აქედან 27 ესპანეთის ჩემპიონატში, ხოლო 8 ჩემპიონთა ლიგაში. ლეო 2010-2011 სეზონის ”პიჩიჩის” მოგების რეალური კანდიდატია, პორტუგალიელ კრისტიანუ რონალდუსთან ერთად. ესპანეთის ჩემპიონატში ორივე მათგანს გოლების თანაბარი რაოდენობა აქვთ გატანილი. მეორე პოზიციაზე დავიდ ვილია განთავსდა. მან ჯამში 21-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება. მესამე ადგილი პედრო როდრიგესს ხვდა წილად. მის ანგარიშზე 20 გოლია.
საგოლე გადაცემებშიც ლიონელ მესი ლიდერობს. მან ჯამში 24 ასისტი განახორციელა. აქედან 18 ესპანეთის ჩემპიონატში, 3 ჩემპიონთა ლიგაში და 3 სამეფო თასის გათამაშებაში. მეორე ადგილზე დანი ალვესი განთავსდა. მის ანგარიშზე 17 საგოლე გადაცემაა. 13 ასისტით მესამე პოზიციაზეა პედრო როდრიგესი. მეოთხე და მეხუთე ადგილებს ინიესტა და ვილია იყოფენ, შესაბამისად 2-12 საგოლე გადაცემით. ჩავი ერნანდესმა 11 ასისტი განახორციელა მიმდინარე სეზონში.

ყველაზე დიდი დრო მოედანზე ლიონელ მესიმ დაჰყო - 3,395 წუთი. მას მოსდევს ანდრეს ინიესტა, რომელმაც 3,355 წუთს ითამაშა. მესამე პოზიციაზე დანი ალვესია. მიმდინარე სეზონში მან მოედანზე 3,298 წუთი გაატარა.

მიმდინარე სეზონში მესიმ ჯამში 42 თამაში ჩაატარა და 45 გოლი გაიტანა. მას ერთ თამაშში საშუალოდ 1.07 გოლი გააქვს. მეორე ადგილზე დავიდ ვილიაა. მან 40 თამაში ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა. პერდო როდირიგესი მესამე პოზიციაზე განთავსდა. მისი გოლის გატანის საშუალო მაჩვენებელია 0.48.
პედრო როდრიგესმა, ლეო მესიმ და სეიდუ კეიტამ ჯამში 42 მატჩში მიიღეს მონაწილეობა. 41 მატჩი აქვს ჩატარებული ანდრეს ინიესტას, ხოლო დავიდ ვილიამ 40 თამაშში დაიცვა ”ბლაუგრანას” ღირსება.
არავის გაუკვირდება თუ ვიტყვით, რომ ყველაზე ბევრჯერ ხერარდ პიკე გააფრთხილეს. ის ერთპიროვნული ლიდერია მიღებული ყვითელი ბარათების რაოდენობაში. მიმდინარე სეზონში პიკე 11-ჯერ გააფრთხილეს. მეორე პოზიციაზე სერხიო ბუსკეტსია. მის ანგარიშზე 8 გაფრთხილებაა. მესამე ადგილი დანი ალვესს ხვდა წილად. მან მსაჯებს 7 გაფრთხილება გამოსტყუა.
მიმდინარე სეზონში ”ბარსელონას” მხოლოდ ორი ფეხბურთელი გააძევეს მოედნიდან. ესენი არიან ხერარდ პიკე და დავიდ ვილია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]