ბარსელონას კუნდეს შეძენა სურს | AS
მოგეხსენებათ, გუშინ, კატალონიის "ბარსელონასა" და "სევილიას" დაპირისპირებაში (2-0), ანგარიში ანდალუსიელთა მცველმა, ჟიულ კუნდემ გახსნა.
ახლა კი, Diario AS ავრცელებს ინფორმაციას, რომ მომავალ ზაფხულში "ბარსა", პსჟ, "რეალი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტი" ფრანგი ფეხბურთელის გადაბირებას ეცდებიან.
როგორც წყარო იტყობინება, "სევილია" ელის, რომ 22 წლის უკანახაზელით დაინტერესებული კლუბები კუნდეს სანაცვლოდ მის გამოსასყიდ თანხას, 80 მილიონ ევროს გადაიხდიან.
წარმოშობით ბენინელმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ეგიდით, 30 მატჩში თავი 3 გოლით გამოიჩინა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]