რონალდ კუმანის პრესკონფერენცია

რონალდ კუმანის პრესკონფერენცია

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, "ალავესთან" მატჩის წინ პრესკონფერენციას მართავს. 

ამ წუთისთვის ხვალინდელი თამაში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სამშაბათის [პსჟ-სთან]. ყველა თამაშს დიდი დატვირთვა აქვს და ჩვენი მიზანია, ლა ლიგაში წარმატებული სერია კიდევ ერთი გამარჯვებით გავაგრძელოთ. 
ნეიმარი? როგორც ვიცი, ნეიმარი "ალავესის" ფეხბურთელი არაა. მასზე ორშაბათს მკითხეთ. 
ერიკ გარსია? მე ადრე ვთქვი, რომ მისი დამატება გვჭირდებოდა, მაგრამ კლუბის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ჩვენი მიზნებისთვის ბრძოლას ამჟამინდელი რესურსებით გავაგრძელებთ, თუმცა დაცვის ხაზზე მეტი ფეხბურთელი გვჭირდება. ბოლო დროს დაცვაში არ გვიმართლებს. 
ჟერარ პიკე თავის სიტყვებზე პასუხს ყოველთვის აგებს, მაგრამ ასეთ თემებზე საუბარს [პიკემ ლა ლიგის მსაჯები გააკრიტიკა] პრობლემები მოყვება, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. 
ალბას ეპიზოდი სევილიაში? პენალტი იყო, ნამდვილად არ ვიცი, რატომ არ ჩაერთო საქმეში VAR. დარღვევა აშკარად საჯარიმოში მოხდა. 
"სევილიასთან" კარგად ვითამაშეთ. განმეორებითი შეხვედრაც თუ ასეთი იქნება, არ დავმარცხდებით. ჩვენს გუნდს "სევილიასთან" დომინირება ბევრ კომპონენტში შეუძლია, მაგრამ ამასთან ერთად იღბალიც საჭიროა. 
კარგია, რომ ზედიზედ ბევრი საშინაო მატჩი გვაქვს. დასვენების საშუალება გვეძლევა და იმედი მაქვს, თანდათან სხვა ფეხბურთელებიც დაგვიბრუნდებიან. 
დესტმა, პიანიჩმა და ბრეითუეიტმა დღეს ნაწილობრივ ივარჯიშეს. მალე ვნახავთ, მოხვდებიან თუ არა ხვალინდელ განაცხადში. 
არაუხო და პიკე? სეზონის ბოლო მატჩი რომ იყოს, გარისკვა უფრო გამართლებული იქნებოდა, მაგრამ ასეთ დროს ამის მომხრე არ ვარ. ეს მოთამაშეები ეტაპობრივად უნდა გამოჯანმრთელდნენ, აჩქარება საჭირო არ არის. კარგი იქნება, თუ ისინი მალე დაბრუნდებიან. 
"ბაიერნის" მიღწევა? "ბარსელონაში" გვარდიოლას შედეგი უფრო მომწონს. ეს ბევრად უფრო შთამბეჭდავი იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, 6 ტიტულის მოგება დიდი წარმატებაა. 
დაახლოებით ერთ თვეში ან თვე-ნახევარში კარგად გამოჩნდება სად ვართ და რისი ამბიცია უნდა გვქონდეს. 
უნდა გავაცნობიეროთ, რომ გუნდი იცვლება, შანსს ახალგაზრდა და ნიჭიერ ფეხბურთელებს ვაძლევთ. პედრიმ მაღალ დონეს საოცრად სწრაფად მიაღწია. როგორც წესი, ეს პროცესი უფრო ხანგრძლივია. 


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 13 თებერვალი 2021 16:21
    0
    ციტატა: რივალდო-მესი
    nika 54,
    ვერ მივხვდი რა დაწერე მეგობარო? რატო უნდა დაადონ ბანი? შენ არ ვიცი ეს რამდენად გეხება მაგრამ ამ საიტზე კუმანის გინება უკვე სასაცილოც აღარ არის. იმ თქვენმა იმედმა ხავიმ ორჯერ თქვა ბარსას გაწვრთნაზე უარი. ეს კაცი დაქცეულ უიმედო მდგომარეობაში მყოფ გუნდში მოვიდა. დატოვა ევროპის ერთერთი გრანდის მწვრთნელობა და მოვიდა ბართლომეოს ბარსელონაში. იმას რომ თავი დავანებოთ რომ გუნდის ლეგენდაა და პირველი ლიგა ბარსელონას იმინა ამან მოაგებინა. სულ მხირე პატივისცემას იმსახურებს იმ ბავშვებისგან ვისთვისაც ბარსელონა მესით იწყება და მთავრდება. რავიცი ასე გიქნიათ ოჯახი გიგინებით კუმანისთვის. მე საერთოდ არ მინდოდა ამის მწვრთნელობა მაგრამ ფაქტია რომ ლეგენდაა და დიდი დამსახურება აქვს ამ გუნდის წინაშე. ფაქტია რომ დატოვა კარგი სამსახური და მოვიდა დაქცეულ გუნდში. ფაქტია რომ ახალგაზრდებს ენდობა და ნახევარმა გუნდმა უკეთ დაუწყო თამაში. ახლა გინდათ აგინეთ და გინდათ იმ ყატარულ მილიონებზე მიმკვდარ ხავიზე აჩუკენეთ მთელი დღე. მაგრამ ეს კაცი პატივისცემას იმსახურებს როგორც წარსულისთვის ისე აწმყოსთვის. მომავალში კი ვნახოთ რა იქნება. ალბათ სიბერუს უზრუნველყოფის შემდეგ მოგივათ ის ხავი და ვნახოთ რასაც იზავს.

    და რას ვერ მიხვდი მეგობარო, იმას რომ პიკემ ცოტა უნდა მოუკლოს ლაპარაკს? რო ხედავ არავინ გისმენს და ელოდებიან მომენტს რო ბანი დაგადონ ხო შეიძლება გუნდი დააზარალო, შენი ზედმეტი ლაპარაკის გამო? თუ ეს მეორე ხარისხოვანია?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 13 თებერვალი 2021 00:40
    1
    მოსაგებია ეს თამაში ულაპარაკოდ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #2 12 თებერვალი 2021 17:53
    9
    nika 54,
    ვერ მივხვდი რა დაწერე მეგობარო? რატო უნდა დაადონ ბანი? შენ არ ვიცი ეს რამდენად გეხება მაგრამ ამ საიტზე კუმანის გინება უკვე სასაცილოც აღარ არის. იმ თქვენმა იმედმა ხავიმ ორჯერ თქვა ბარსას გაწვრთნაზე უარი. ეს კაცი დაქცეულ უიმედო მდგომარეობაში მყოფ გუნდში მოვიდა. დატოვა ევროპის ერთერთი გრანდის მწვრთნელობა და მოვიდა ბართლომეოს ბარსელონაში. იმას რომ თავი დავანებოთ რომ გუნდის ლეგენდაა და პირველი ლიგა ბარსელონას იმინა ამან მოაგებინა. სულ მხირე პატივისცემას იმსახურებს იმ ბავშვებისგან ვისთვისაც ბარსელონა მესით იწყება და მთავრდება. რავიცი ასე გიქნიათ ოჯახი გიგინებით კუმანისთვის. მე საერთოდ არ მინდოდა ამის მწვრთნელობა მაგრამ ფაქტია რომ ლეგენდაა და დიდი დამსახურება აქვს ამ გუნდის წინაშე. ფაქტია რომ დატოვა კარგი სამსახური და მოვიდა დაქცეულ გუნდში. ფაქტია რომ ახალგაზრდებს ენდობა და ნახევარმა გუნდმა უკეთ დაუწყო თამაში. ახლა გინდათ აგინეთ და გინდათ იმ ყატარულ მილიონებზე მიმკვდარ ხავიზე აჩუკენეთ მთელი დღე. მაგრამ ეს კაცი პატივისცემას იმსახურებს როგორც წარსულისთვის ისე აწმყოსთვის. მომავალში კი ვნახოთ რა იქნება. ალბათ სიბერუს უზრუნველყოფის შემდეგ მოგივათ ის ხავი და ვნახოთ რასაც იზავს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 თებერვალი 2021 16:26
    1
    ჟერარ პიკე თავის სიტყვებზე პასუხს ყოველთვის აგებს, მაგრამ ასეთ თემებზე საუბარს [პიკემ ლა ლიგის მსაჯები გააკრიტიკა] პრობლემები მოყვება, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო.
    ეხლა რო ამას ბანი დაადონ მართლა გასაგდები იქნება.