არაუხოს საკითხი ორშაბათს გადაწყდება
"ბარსელონასა" და "პარი სენ-ჟერმენის" თამაშის წინ მთავარი კითხვა არის, ითამაშებს თუ არა რონალდ არაუხო.
21 წლს ურუგვაელი "ბლაუგრანას" ერთადერთი საიმედო ცენტრალური მცველია და კილიან მბაპეს წინააღმდეგ თამაშის დროს მის მოედანზე ყოფნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ცნობილია, რომ ფეხბურთელი ძალისხმევას არ აკლებს, რომ ოთხშაბათს გასამართი მატჩისთვის მზად იყოს. გავრცელებული ინფორმაციით, ის მზადაა საკუთარი ჯანმრთელობა გარისკოს კიდეც.
As-ის ცნობით, სამწვთნელო შტაბის წევრები ჩამოყალიბებულები ჯერ არ არიან, ექიმებს კი არაუხოს დროულად გამოჯანმრთელებაში ეჭვი ეპარებათ.
მადრიდული გამოცემის ინფორმაციით ორშაბათის ვარჯიშის შემდეგ გადაწყდება, ვიხილავთ თუ არა ახალგაზრდა ფეხბურთელს პსჟ-ს წინააღმდეგ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]