სტატისტიკური მაჩვენებლები, რომლებითაც "ბარსელონა" ლა ლიგაში საუკეთესოა

სტატისტიკური მაჩვენებლები, რომლებითაც "ბარსელონა" ლა ლიგაში საუკეთესოა

იმის მიუხედავად, რომ პირველ ადგილზე მყოფ მადრიდის "ატლეტიკოსთან" ქულებით ჩამორჩენა ჯერ კიდევ საკმაოდ დიდია, "ბარსელონა" ლა ლიგის გუნდებს რამდენიმე მნიშვნელოვანი სტატისტიკური მაჩვენებლის მიხედვით უსწრებს. 

სტატისტიკური აპლიკაცია FotMob-ის მიხედვით, "ბარსა" ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველ ადგილზე შემდეგ კომპონენტებშია:

  • ბურთის ფლობის საშუალო მაჩვენებელი (64.3%)
  • ზუსტი პასების საშუალო მაჩვენებელი (607.9)
  • ყველაზე მეტი სახიფათო მომენტი (49)
  • გოლების რაოდენობის საშუალო მაჩვენებელი (2.1)
  • ზუსტი დარტყმების საშუალო მაჩვენებელი (6.9)

რონალდ კუმანის გუნდმა ბოლო დროს შედეგები საგრძნობლად გამოასწორა, თუმცა ქულებს არც "ატლეტიკო" კარგავს და 8 ქულიანი უპირატესობა აქვს, თანაც ერთით ნაკლები ჩატარებული მატჩი. 21 ტურის შემდეგ "ბარსას" ანგარიშზე 43 ქულაა. ხვალ "კამპ ნოუზე" "ალავესთან" გამარჯვების შემთხვევაში კატალონიელები ქულებით "რეალს" გაუთანაბრდებიან და ბურთების უკეთესი სხვაობის გამო ცხრილში ისევ მეორე პოზიციას დაიკავებენ. 


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 13 თებერვალი 2021 16:06
    0
    რაღაცაში მაინც ვყოფილვართ წინ.
    Bobi
    სტუმარი [?]
    #4 13 თებერვალი 2021 01:36
    1
    არადა ამ გუნდს რომ სერიოზული შემსრულებელი ყავდეს დამაგვირგვინებელ ფაზაში საერთოდ ზღაპარი იქნებოდა. ამდენ ქულას არ დაკარგავდა გუნდი დარწმუნებული ვარ, გამოსაყენებელი მომენტები რომ გაეტანათ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 13 თებერვალი 2021 00:45
    1
    ხოდა დაგვაგვიანდა წაუგებელი სერიის გამოცხობა მარა არაუშავს იმედია ხვალაც მოვიგებთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 12 თებერვალი 2021 23:32
    1
    ბარსა, ფერგის შემდგომ მანჩესტერს მაგონებს. რამდენი მწვრთნელი გამოიცვალა, მაგრამ შედეგი ნული. დღეს თითქოს რაღაცას ფაფხურობს, მაგრამ ვერაფერს ვერ იგებს.
    BlauGrana_DS
    სტუმარი [?]
    #1 12 თებერვალი 2021 19:34
    0
    ესენიც იყოს და თან ქულებითაც რომ ვიყოთ წინ , ხიხია იქნებოდა?
    გაგვაცინებთ ხოლმე....