პოჩეტინო: ნეიმარს "ბარსელონასთან" თამაში ძალიან უნდოდა
"პარი-სენ ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ნეიმარის ტრავმაზე ისაუბრა. ბრაზილიელი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ბარსელონასთან" პირველ შეხვედრას გამოტოვებს.
"არ ვიცი, ითხოვს თუ არა ნეიმარი ბრაზილიაში გამგზავრებას [აღდგენითი პროცესისთვის] მაგრამ ეს სამედიცინო დანიშნულებაზე იქნება დამოკიდებული. ყოველთვის არსებობს იმედი, რომ აღდგენითი პროცესი წარმატებით დასრულდეს. ვიმედოვნებ, "ბარსელონასთან" განმეორებითი შეხვედრის წინ ის სრულ მზადყოფნაში იქნება. ნეიმარის მომზადება და მოტივაცია დიდებულია.
მას ძალიან უნდოდა "ბარსელონასთან" თამაში, სამწუხაროა, ის ძალიან ნაწყენია. ნეიმარი ასეთი თამაშებისთვისაა შექმნილი. ნეიმარის და დი მარიას დაკარგვა სერიოზული პრობლემაა, მაგრამ ადაპტირება უნდა მოვახდინოთ. ბუნებით ოპტიმისტი ვარ, ამიტომ - ეს გუნდის გამოწვევაა."
- პოჩეტინოს სიტყვებს ESPN ციტირებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]