ლორენტე: "ჩავი ერთ–ერთი საუკეთესოა ესპანეთის ისტორიაში"
ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა, ფერნანდო ლორენტემ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა: "ჩავი შესანიშნავი ფეხვურთელია. ერთ–ერთი საუკეთესო ესპანეთის ისტორიაში. ის ყველაფერს აკეთებს ეროვნული ნაკრებისა და "ბარსას" გამარჯვებისთვის".
ჩეხეთის ნაკრებთან მატჩის წინ მან განაცხადა, რომ: "კიდევ ერთხელ, დიდი სიამოვნებით ვითამაშებ ისეთ დიდებული ფეხბურთელის გვერდზე, როგორიც ჩავია. ის უკვე წლებია უმაღლეს დონეზე თამაშობს".
ესპანეთის ნაკრებს შეუძლია მომდევნო ორ მატჩში, ლიტვასა და შოტლანდიასთან, გადაწყვიტოს საკუთარი ბედი. თუ ორივე შეხვედრას მოიგებს, მაშინ ნებისმიერ შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გადის. ამასთან დაკავშირებით ლორენტემ განაცხადა: "ჩვენ მალე ორ უმნიშვნელოვანეს მატჩს ჩავატარებთ. ყველაფერს გავიღებთ გამარჯვებისთვის. ასე რომ, დაველოდოთ შედეგს".
მისი გუნდიდან ("ატლეტიკიდან") კიდევ ორი ფეხბურთელი გამოიძახა დე ბოსკემ. ესენი არიან ჩავი მარტინესი და ირაოლა: "მე ძალიან ბედნიერი ვარ მათი ნაკრებში გამოძახებით. მათთან დიდ ხნიანი მეგობრობა მაკავშირებს და ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ეს მათთვის.” - დაასრულა ლორენტემ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]