მომენტი, რომელმაც ბარსას გულშემატკივრები გააბრაზა
მოგეხსენებათ, გუშინ "ბარსელონამ" "პარი სენ-ჟერმენთან" 1-4 წააგო და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი, ფაქტობრივად, დაკარგა.
აღნიშნული დაპირისპირების დასრულების შემდეგ, კატალონიელთა მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის სახეზე ღიმილი შენიშნეს, რასაც "ბარსას" გულშემატკივრები ასეთი მარცხის შემდეგ არ მოელოდნენ.
ნიდერლანდელი სპეციალისტის მხიარული სახე ყოფილ შეგირდთან, იდრისა განა გეიესთან შეხვედრისას დააფიქსირეს. სენეგალელი ფეხბურთელი და კუმანი ერთად "ევერტონში", 2016/17 წლებში მუშაობდნენ.
შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანასა" და პსჟ-ს განმეორებითი მატჩი 10 მარტს, პარიზში გაიმართება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]