ლეო მესი ახალი რეკორდის ზღვარზე
სულ მალე, "ბარსელონა" საკუთარ მოედანზე "კადისს" დაუპირისპირდება, გუნდის კაპიტან ლიონელ მესის კი საკუთარი რეკორდის გაუმჯობესების შანსი ექნება.
თუ მესი მეტოქის კარის აღებას მოახერხებს, ის გახდება პირველი ფეხბურთელი ლა ლიგაში, რომელსაც გოლი 38 სხვადასხვა გუნდის წინააღმდეგ ექნება გატანილი. არგენტინელს ამის გაკეთება მიმდინარე სეზონის პირველ წრეშიც შეეძლო, თუმცა "ბარსა" იმ მატჩში დამარცხდა.
"კადისის" ბოლოდროინდელ ფორმას თუ გავითვალისწინებთ, მიზანი არც ისე ძნელი მისაღწევი უნდა იყოს. ანდალუსიურმა კლუბმა ბოლო 4 მატჩში ჯამში 15 გოლი გაუშვა.
მესის რეკორდთან ყველაზე ახლოს რაული და არიც ადურისი არიან - ორივე მათგანს 35 გუნდის კარში აქვს გატანილი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]