"ბარსელონა" მე-3 ადგილის დაკარგვის ზღვარზეა
"კადისთან" მატჩის მიწურულს დაშვებული შეცდომის გამო, "ბარსელონამ" ხელიდან უმნიშვნელოვანესი 2 ქულა გაუშვა.
გარდა იმისა, რომ გუნდმა ლიდერ "ატლეტიკოსთან" სხვაობის 6 ქულამდე შემცირება ვერ შეძლო, შესაძლოა, მე-3 ადგილიც დაკარგოს.
იმ შემთხვევაში თუ ხვალ "სევილია" "ელ სადარზე" "ოსასუნას" დაამარცხებს, კატალონიელები მე-4 პოზიციაზე დაქვეითდებიან.
"ბარსას" ჩემპიონთა ლიგის ზონიდან გავარდნის საფრთხე, ჯერჯერობით, არ ემუქრება. მე-5 ადგილზე მყოფ "სოსიედადთან" სხვაობას 9 ქულა შეადგენს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]